რეგისტრირებული ფაქტები88191
სორტირება თარიღი კლებადობით
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1917 წლებში არისტობულო ნიკოლოზის ძე კიკვაძე ობჩის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი და ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის წევრები იყვნენ.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის მდივანი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს დავით გიორგის ძე ერისთავი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის წევრებმა ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძეს წესდების პროექტის შედგენა დაავალეს.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს საქართველოში წარმოდგენებს მართავდა ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობა. მისი თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის რეჟისორი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-84 წლებში გრიგოლ სტეფანეს ძე დეისაძე ტყაჩირის წმ. კვირიკესა და ივლიტეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-81 წლებში მელიტონ ბესარიონის ძე ჩხაიძე ფარცხანაყანევის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-92 წლებში ფილიპე ოქროპირის ძე ფხაკაძე ფარცხანაყანევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს თბილისში შეიქმნა მუდმივი სომხური დასი, რომლის წევრი გახდა მათევოს აღაიანცი.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1907 წლებში მოსე ბესარიონის ძე შავგულიძე ქვიტირის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს სიმონ ალმასხანის ძე ნემსაძე ჩუნეშის წმ. სტეფანეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1917 წლებში რომანოზ მარკოზის ძე დეკანოსიძე ჩხერის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-84 წლებში სერაპიონ მოსეს ძე კიკნაველიძე ხორითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1910 წლებში იოსებ გრიგოლის ძე გიორგაძე ჯვარისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1879
ტიპი: გარდაცვალება
1879 წლის 16 დეკემბერს ჯიქთუბნის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ ზაქარიას ძე კახიანი გარდაიცვალა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს იოსებ ზუბალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინაში 100 მანეთი შეიტანა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს დიმიტრი მუსხელიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინაში 300 მანეთი შეიტანა.

