საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88191

1879

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1879 წელს შიო მღვიმელის ძმას გიორგი ქუჩუკაშვილს ჰყავდა სიმამრი, დეკანოზი ხუციშვილი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს გიორგი ქუჩუკაშვილმა განჯაში ახალი სამსახურის პოვნის შემდეგ ოჯახი და ძმა, შიო დროებით ყვარელში დატოვა დეკანოზ ხუციშვილთან.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს გიორგი ქუჩუკაშვილმა განჯაში გუბერნატორის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს დიმიტრი ბაქრაძემ მეორედ იმოგზაურა აჭარაში.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ბათუმში აჭარის მუფთმა ახმედ ხალიფაშვილმა სიტყვა წარმოთქვა ქართველ მაჰმადიანთა ოსმალეთში გადასახლების წინააღმდეგ და მათი გადახვეწა შეაჩერა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს ბრეთში ჩასულ შიო მღვიმელს სახლ-კარი მთლიანად მოშლილი დახვდა.

1879

ტიპი: მფლობელობა

1879 წელს მახარობელ ქუჩუკაშვილი მიერ დავარაშვილისთვის მიცემული ვექსელის ძალით ბრეთში შიო მღვიმელის სახლ-კარის ნახევარი დავარაშვილის ხელში გადავიდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 დეკემბრის „დროებაში“ სოლომონ ასლანიშვილის სტატია „აჭარლები რად გვიფრთხებიან“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 დეკემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 30 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი ქუთაისის ქალაქისთავად აირჩიეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 27 დეკემბერს გრიგოლ ორბელიანმა ილია ჭავჭავაძეს ჟურნალ „ივერიაში“ გამოსაქვეყნებლად პლატონ იოსელიანის მოთხრობა „ცხოვრება მეფისა გიორგი მეცამეტისა“ გადასცა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 25 დეკემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელტონი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 25 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ილია ალხაზიშვილი ახალციხეში აფთიაქის გახსნას აპირებდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 დეკემბრის „დროებაში“ ა. კავთელის სტატია „სოფ. საგარეჯო“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 დეკემბრის „დროებაში“ სერგეი მესხის ფელტონი „მასლაათი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 დეკემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის სტატია „მშაკის რედაქტორს“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 23 დეკემბრის „დროების“ ცნობით, მ. ი. გვარამაძე მღვდელი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი „სიმღერა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროებაში“ ივანე გვარამაძის სტატია „საქართველოს ისტორიიდან“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 დეკემბრის „დროების“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილის მეორე წიგნი „ალმანახი“ იანვარში დაიბეჭდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 21 დეკემბრის „დროების“ ცნობით, „ნემეცების კლუბის“ დარბაზში მოლიერის სამმოქმედებიან კომედიას „სკაპენის ცუღლუტობას“ (აკაკი წერეთლის თარგმანი) წარმოადგენდნენ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 დეკემბრის „დროებაში“ სტეფანე მელიქიშვილის სტატია „პეტერბურგი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 20 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ზაქარია გრიქუროვის მაღაზიაში ახალი წიგნი „სახალხო მეჯლისი“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 20 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ტერ-ასატუროვმა ასანთის ქარხანა გახსნა.