რეგისტრირებული ფაქტები86437
სორტირება თარიღი კლებადობით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე ს. ბოდაევმა საქმისმწარმოებელ მიხეილ ხელაევის უარის შემდეგ თავად შეადგინა ახალი განჩინება, რომლის თანახმად სასწავლებლის სახლების გასამართად სასულიერო პირებს თანხის შეწირვა აღარ ევალებოდათ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე ს. ბოდაევმა საქმისმწარმოებელ მიხეილ ხელაევს მოსთხოვა 9 იანვარს შემდგარი დადგენილებიდან ამოეღო ის მუხლი, რომელიც სასწავლებლის სახლების გასამართად თანხის შეწირვას ეხებოდა, რაზეც ხელაევმა უარი განუცხადა თავმჯდომარეს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობის წევრებმა თავმჯდომარე ს. ბოდაევს განუცხადეს, რომ გადაიფიქრეს სასწავლებლისთვის სახლების გასამართად თანხის შეწირვა და სთხოვეს 9 იანვრის დადგენილებიდან ამოეღო ეს მუხლი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 9 იანვარს თელავის სამღვდელოების მესამე ყრილობაზე დაადგინეს: 1) ადგილობრივი ოლქის სამღვდელოებისგან ხელახლა ამოერჩიათ სასწავლებლის გამგეობის ახალი წევრები; 2) გაენახლებინათ სასწავლებლის ბიბლიოთეკისთვის 10 შაურიანი შეწირულობა 3 წლის ვადით; 3) სასწავლებლის გამგეობისთვის სახლების გასამართად გადაეცათ 1600 მანეთი; 4) მასწავლებელ დ. ბერძენოვისთვის ჯამაგირი გაეზარდათ 100 მანეთით; 5) მღვდელ ი. ლაშხაუროვისთვის უარი გამოეცხადებინათ სასწავლებლის სასარგებლოდ ხარჯიდან განთავისუფლებაზე.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 9 იანვარს გაიმართა თელავის სამღვდელოების მესამე ყრილობა, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს თიანეთის მღვდელი ს. ბოდაევი, ხოლო საქმისმწარმოებლად მიხეილ ხელაშვილი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 7 იანვარს ცენზურამ ილია ჭავჭავაძეს ნება დართო გამოექვეყნებინა განცხადება გაზეთ „ივერიის“ გამოსვლის შესახებ.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლიდან ერისკაცობაში ივანე მაქსიმეს ძე რუდნევი, მიტროპოლიტი იოანიკე იყო საქართველოს ეგზარქოსი.

