რეგისტრირებული ფაქტები90415
სორტირება თარიღი კლებადობით
1881
ტიპი: თანამდებობა
1882 წლის პირველ ივლისს მოსე ივანეს ძე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მმართველად დაინიშნა.
1881
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ანა გიორგის ასული ალშიბაია, ფრანგული ენის მასწავლებელი დაიბადა 1881 წლის 28 ივნისს. ის იყო მართლმადიდებელი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 28 ივნისს გურიის სკოლების მზრუნველმა ანტონ ნაკაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა სურებში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გახსნის აუცილებლობის შესახებ.
1881
ტიპი: გარდაცვალება
1881 წლის 27 ივნისს სვირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი გიორგის ძე კიკვაძე გარდაიცვალა.
1881
ტიპი: გარდაცვალება
1881 წლის 22 ივნისს ღების მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი თედორე სპირიდონის ძე გავაშელიშვილი გარდაიცვალა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 16 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 16 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის გაფართოების შესახებ კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველისთვის უნდა ეცნობებინათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 16 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი სტიპენდიატისთვის ცუდი მოსწრების გამო სტიპენდია მოეხსნათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 16 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე რაფიელ ერისთავს ივან კრილოვის იგავ-არაკების ქართულად თარგმნისთვის ჰონორარი მისცეს და იგავების დაბეჭდვის გადაწყვეტილება მიიღეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 16 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ნანეიშვილს ბათუმის სკოლისთვის დასაქირავებელი შენობის შესახებ წერილობითი ინფორმაცია მოსთხოვეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 13 ივნისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის გიმნაზიის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა.
1881
ტიპი: ორგანიზაცია
1881 წლის 9 ივნისის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით ივანე სიმონის ძე მესხი ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის წევრი იყო.
1881
ტიპი: ორგანიზაცია
1881 წლის 9 ივნისის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით მიხეილ ერასტის ძე დარახველიძე ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის წევრი იყო.
1881
ტიპი: ორგანიზაცია
1881 წლის 9 ივნისის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით მიხაილ გიორგის ძე გეგიძე ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის წევრი იყო.

