საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85175

1872

ტიპი: განათლება

1872 წლის 18 ივლისს თბილისის ქალთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულები ნაცვალოვა, ნადიოჟდინა, ზემიანსკაია და ტისჩენკო, სწავლის გასაგრძელებლად ციურიხში გაემგზავრნენ.

1872

ტიპი: გარდაცვალება

1872 წლის 12 ივლისს სამტრედიის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი ლუკა ქაიხოსროს ძე კახიანი გარდაიცვალა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქეთო ზარაფიშვილის კორესპონდენცია „გორი, 28 ივნისს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის ფელეტონი „ცივ-ცივი ამბები (პეტერბურღიდამ)“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სტეფანე გულიშამბაროვის წერილი „როგორი სწავლა უფრო საჭიროა ჩვენთვის“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 ივლისს გაზეთ „დროებაში“ სემინარიელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დასასრული რაფიელ ერისთავის ნარკვევისა „ცხინვალი. მგზავრის წერილებიდამ“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 30 ივნისს გაზეთ „დროებაში“ ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის შესახებ ზემო-ქართლელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მიხეილ ყიფიანის კორესპონდენცია „ზემო-ქართლი, ივნისის 21-ს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 30 ივნისს გაზეთ „დროებაში“ მშობლების მიერ შევიწროებული ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის შესახებ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „მშობლებს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 30 ივნისს გაზეთ „დროებაში“ სემინარიელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დასაწყისი რაფიელ ერისთავის ნარკვევისა „ცხინვალი. მგზავრის წერილებიდამ“.

1872

ტიპი: გარდაცვალება

1872 წლის 30 ივნისს გაზეთი „დროება“ აღნიშნავდა, რომ ერთი წლის წინ ფოთში მოკლეს ინგლისელი სუინსონი.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 30 ივნისის გაზეთ „დროების“ ცნობით, თეოფილე კობეშავიძემ ახალციხის ქალთა სკოლას რუსული ენის სახელმძღვანელოები გადასცა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 30 ივნისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში გაზეთის განოწერის მსურველებს სიმონ მესხისთვის უნდა მიემართათ.

1872

ტიპი: თანამდებობა

1872 წლის 30 ივნისის გაზეთ „დროების“ ცნობით, ბარბარე მესხიშვილი, ანა გოპაძე, მარიამ ხოჯევანოვა და მარიამ მეფისოვისა ახალციხის ქალთა სკოლის მასწავლებლები იყვნენ.

1872

ტიპი: გარდაცვალება

1872 წლის 24 ივნისს ბადენ-ბადენში ემიგრაციაში გარდაიცვალა ქართული ლიტერატურის მოამაგე, ცენზორი ივანე ლაზარეს ძე ყაითმაზოვი.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 23 ივნისს გაზეთ „დროებაში“ უამინდობისგან განადგურებული მოასვლის შესახებ ლ. ხირსელის კორესპონდენცია „ყიზიყი. 13 ივნისს“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 23 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი სტეფანე გულიშამბაროვის წერილისა „ზოგიერთი რამ ჩვენს ეკონომიურს მდგომარეობაზე“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 23 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის ფელეტონი „პატიოსნობა და უპატიოსნობა“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 23 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის წერილი „ხალხში როგორ უნდა მოვფინოთ ქართული წიგნები?“

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 23 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ა. ქარსიძის ღია წერილი სერგეი მესხისადმი.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 16 ივნისს გაზეთ „დროებაში“ კულაშელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით მიქელაძის წერილი „მიცვალებულის დასაფლავება იმერეთში“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 16 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის წერილი „სახალხო ლექსების შეკრება“ ხალხური ზეპირსიტყვიერი პოეზიის გამოცემის აუცილებლობის შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 16 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის „საზაფხულო ფელტონი“.

1872

ტიპი: თანამდებობა

1872 წლის 14 ივნისს გაბრიელ ეპისკოპოსმა ნიკიფორე კანდელაკი კაცხის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის წერილი „ნეკრო-ლო-ღი“ ციურიხში გარდაცვლილი 22 წლის სტუდენტის, ვლადიმერ ნიკოლაძის შესახებ.