საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ანასტასია ერისთავ-ხოშტარიამ თავისი წიგნების ჰონორარის სანაცვლოდ საზოგადოების გამოცემული წიგნები ითხოვა. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 დეკემბერს საწყობის გამგე ლავრენტი სანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ავადმყოფობის გამო დახმარება სთხოვა. გამგეობამ სანაძისთვის 200 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა მოესმინათ გამგეობის წევრ ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება საზოგადოების მომსახურე პირებისთვის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. საკითხის განხილვა გადაიდო. საქმის გამორკვევამდე მომსახურე პირებს პურის ფული უნდა მიეღოთ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით უნდა განეხილათ საზოგადოების სამოქმედო გეგმა. გამგეობის მიერ არჩეულ განსაკუთრებულ კომისიას დავალებული ჰქონდა სამოქმედო გეგმისა და გამოსაცემი წიგნების სიის წარდგენა. საკითხის განხილვა გადაიდო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება საზოგადოების იმჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. რევკომის წევრებთან მოლაპარაკების გამართვა დაევალა გამგეობის არჩეულ დელეგაციას შემდეგი შემადგენლობით: დავით კარიჭაშვილი, ნინო ნაკაშიძე, ნიკოლოზ ჩიგოგიძე, დ. დუმბაძე და ვარლამ ბურჯანაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დუტუ მეგრელმა თავისი ჰონორარის ანგარიშში წიგნები სთხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბათუმის ქართული სკოლის დამსახურებულმა მასწავლებელმა ალექსანდრე მგელაძემ სთხოვა, მისი შვილის, დავითისთვის, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცათ. ამ საკითხზე გამგეობასთან მას ბათუმის განყოფილების გამგეობამ უშუამდგომლა. მგელაძის საქმის განხილვა გადაიდო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ახალ მწერალთა კავშირის საბჭომ მთავარ კომიტეტში წარმომადენლებად აირჩია პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და ვახტანგ კოტეტიშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 დეკემბერს საქართველოს მთავარი კომიტეტის პლენარულ კრებაზე პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს კონსტანტინე მაყაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეებად – ტიციან ტაბიძე და აკაკი ფაღავა და წევრებად – ვახტანგ კოტეტიშვილი და ვალერიან რუხაძე.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 17 დეკემბერს ბათუმის საბჭოს პირველ საზეიმო სხდომაზე თენგიზ ჟღენტი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 10 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარემ, გრიგოლ ელიავამ მთავარ განყოფილებას მისწერა, ადგილობრივი ქართული სკოლის ყოფილი მასწავლებლის, ალექსანდრე მგელაძის, შვილს განათლების მიღებაში დახმარებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 დეკემბერს მამია დიმიტრის ძე ორახელაშვილმა თბილისის საბჭოს პირველი საზეიმო სხდომა გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 8 დეკემბრის საბჭოს არჩევნებზე მელითონეებმა (ავტოსახელოსნო N1, საბჭოთა მექანიკური ქარხნების N1, N2, N3 მთავარი სახელოსნოები, მექანიკური ქარხანა „გნობი“, სპილენძის ქარხანა; ბენდუქიძის ქარხნის სახელოსნოები, გაგნიძისა და ცეკავშირის ქარხნები, წულაძის მექანიკური ქარხანა) საბჭოს თავმჯდომარე და წევრები აირჩიეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამომცემლობის განახლების საკითხი. პრეზიდიუმის აზრით, უპირველესად უნდა გამოცემულიყო სახელმძღვანელოები, შემდეგ საბავშვო წიგნები და ბოლოს სახალისო საკითხავი. საჭირო იყო კომისიის არჩევა სამოქმედო გეგმის შესადგენად. გამგეობამ აირჩია კომისია შემდეგი შემადგენლობით: დავით კარიჭაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, ნიკოლოზ ჩიგოგიძე, პავლე საყვარელიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე კოწია თუმანიშვილმა ითხოვა, საზოგადოების მაღაზიის ნახევარი მიექირავებინათ. მას უარი უთხრეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ვასილ ბარნოვმა თავისი წიგნების ჰონორარიდან გარკვეული თანხა ითხოვა. მწერალს უკვე მიღებული ჰქონდა 150 000 მანეთი. გამგეობის წევრებმა დაადგინეს, მისთვის 100 000 მანეთი მიეცათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: ვარლამ ბურჯანაძე, პავლე საყვარელიძე და ნიკოლოზ ჩიგოგიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აუწყებენ, რომ თებერვალში ქუთაისში მთავრიშვილთან და სამაზრო ერობასთან 273070 მანეთად შეფასებული წიგნების გაგზავნა არ მოხერხდა. ქართული ბეჭდვითი ამხანაგობის წარმომადგენელ ხარატიშვილს ეს წიგნები თავის წიგნებთან ერთად გადაუტანია თბილისის სადგურიდან საწყობში, რაც 15000 მანეთი დაუჯდა. ხარატიშვილი გამგეობას სთხოვდა ამ თანხის ანაზღაურებას. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: განათლება

1921 წლის დეკემბერში საბერძნეთში დაწყებული არეულობის გამო ნიკოლოზ მათიკაშვილი და 12 იუნკერი სტამბოლში ჩავიდნენ და იქიდან პოლონეთში გაემგზავრნენ, სადაც სამხედრო სასწავლებელში დაიწყეს სწავლა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის დეკემბერში იაკობ ფანცხავა დანიშნეს სახბანკის ქუთაისის განყოფილების გამგედ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის დეკემბრიდან 1924 წლის მარტამდე იაკობ ფანცხავა მსახურობდა სახბანკის ქუთაისის განყოფილების გამგის თანამდებობაზე.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის დეკემბერში ფილიპე მახარაძე საქართველოს სსრ-ის რევკომის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს და მოსკოვში გაიწვიეს.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ილია ჭავჭავაძის ოჯახს მუდმივი სახელმწიფო დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ შიო მღვიმელს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ დავით კლდიაშვილს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.