საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85194

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 27 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ დიმიტრიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა პირველი ნაწილი ნიკოლოზ ყიფიანის წერილისა „ბიბლიოგრაფია“ ალმანახ „კრებულის“ პირველი და მეორე გამოცემის შესახებ, რომელშიც დაიბეჭდა გრიგოლ ორბელიანის „სადღეგრძელო“, ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“ და გიორგი წერეთლის „ჯიბრი“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 19 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ეკატერინე თარხან-მოურავის დარია მამაცაშვილისადმი მიძღვნილი წერილი „გაბედნიერება“ ქორწინებასთან დაკავშირებული რიტუალების შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 19 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის ღია წერილი „უფ. რგ. თარხან-მოურავს“ თბილისელი მემამულეების მიერ დაარსებული მწარმოებელი საზოგადოების შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 19 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გრიგოლ თარხან-მოურავის წერილი „ორიოდე სიტყვა ჩვენის ახალი საზოგადოების შესახებ“, რომელშიც ავტორი კრიტიკულად აფასებს თბილისელ მემამულეთა მიერ დაარსებული მწარმოებელი საზოგადოების გეგმებს.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 13 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასასრული ეკატერინე მესხის მიერ თარგმნილი ა. შკლიარევსკის მოთხრობისა „ქალის შრომა“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 13 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ დიმიტრიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკოლოზ ყიფიანის ფელეტონი „გასართობი საუბარი“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 13 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის, ნიკოლოზ ავალიშვილისა და ნიკოლოზ ყიფიანის ერთობლივი განცხადება – მკითხველებს სთხოვდნენ, რედაქციისათვის მიიეწოდებინათ ზურაბ ანტონოვის ხელნაწერები და მასთან დაკავშირებული საარქივო მასალები.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 13 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის, ნიკოლოზ ავალიშვილისა და ნიკოლოზ ყიფიანის ერთობლივი განცხადება – მკითხველებს სთხოვდნენ, რედაქციისათვის მიეწოდებინათ ზურაბ ანტონოვის ხელნაწერები და მასთან დაკავშირებული საარქივო მასალები.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 5 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნესტორ ახვლედიანის მიერ რედაქციისათვის გაგზავნილი წერილის ფრაგმენტები ყველის წარმოების გერმანულ გამოცდილებაზე.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 5 თებერვალს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ ქუთაისში „სასოფლო გაზეთის“ გამოწერის მსურველები გერასიმე კალანდარიშვილსა და სიმონ ღოღობერიძეს უნდა დაკავშირებოდნენ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 5 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გაგრძელება ეკატერინე მესხის მიერ თარგმნილი ა. შკლიარევსკის მოთხრობისა „ქალის შრომა“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 5 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კორესპონდენცია „ქადაგები“ გორის მაზრის სოფლებში შემორჩენილ სამრევლო რიტუალებზე, რომელთაც გლეხის ქალები საეკლესიო დღესასწაულებზე აღასრულებდნენ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 31 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი ეკატერინე მესხის მიერ თარგმნილი ა. შკლიარევსკის მოთხრობისა „ქალის შრომა“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 22 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა XI და XII ნაწილები რაფიელ ერისთავის პიესისა „რამდენიმე სურათი ჩვენი ხახლის ცხოვრებიდგან“.

1871

ტიპი: გარდაცვალება

1871 წლის 18 იანვარს გარდაცვლილი ახალგაზრდა პოეტის, ივანე ზაალის ძე ბარათაშვილის პანაშვიდზე გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა თავადმა ვლადიმერ სიმონის ძე აბაშიძემ.

1871

ტიპი: გარდაცვალება

1871 წლის 18 იანვარს გარდაიცვალა ახალგაზრდა მწერალი, თავადი ივანე ზაალის ძე ბარათაშვილი.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეათე ნაწილი რაფიელ ერისთავის პიესისა „რამდენიმე სურათი ჩვენი ხახლის ცხოვრებიდგან“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გრიგოლ თარხან-მოურავის წერილი „დროების და მნათობის ღონის-ძიება და საზოგადოების თანაგრძნობა ლიტერატურისადმი“, რომელშიც ავტორი მიმოიხილავს და აჯამებს ორი მთავარი სალიტერატურო გამოცემის მიერ ბოლო ათი წლის მანძილზე გაწეულ სამუშაოს.

1871

ტიპი: გარდაცვალება

1871 წლის 9 იანვარს სოფ. გორდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი საბა სვიმონის ძე ჩიხლაძე გარდაიცვალა.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 8 იანვარს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ჩემი სამახსოვრო წიგნიდგან“.

1871

ტიპი: ავტორობა

ნიკოლოზ ლომოურის ლექსები 1871 წლიდან ჯერ ჟურნალ „მნათობში“ იბეჭდებოდა, შემდეგ – „დროებაში“.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871 წელს ვლადიმერ ვასილის ძე ლევაშოვი იყო ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორი, რომელიც განაგებდა სამოქალაქო საქმეებსაც.

1871

ტიპი: განათლება

1871 წელს კონსტანტინე ივანეს ძე ზახაროვმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. იგი ექიმად მუშაობდა მოსკოვის საკომენდატო სამმართველოში.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წელს ვახტანგ თულაშვილმა ილია ჭავჭავაძეს გაუგზავნა წერილი, სთხოვდამ მონაწილეობა მიეღო დეკემბერში თბილისში დაგეგმილ სალიტერატურო საღამოში.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871-98 წლებში ბესარიონ იოვანეს ძე კახიძე სოფ. ალისუბნის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.