რეგისტრირებული ფაქტები88244
სორტირება თარიღი კლებადობით
1878
ტიპი: გარდაცვალება
1878 წლის 25 მარტს ჩხერის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი გიორგი დავითის ძე დეკანოსიძე გარდაიცვალა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 25 მარტის „დროებაში“ ექიმ ჯაკუ ბარქაიას შესახებ ინფორმაცია დაიბეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 25 მარტის „დროების“ ცნობით, ვორონცოვზე გასაქირავებელი ფართის შესახებ ინფორმაცია ივანე ზემბერგთან უნდა ეკითხათ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 23 მარტის „დროების“ ცნობით, სამშენებლო ხის ყიდვა პოლკოვნიკ ბუჭყიევთან იყო შესაძლებელი.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 22 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ოთხმოქმედებიანი ტრაგედია „ბატონიშვილი ირაკლის პირველი დრო-ანუ თავდადება ქართველთ“ ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 21 მარტის „დროებაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ილინსკის სიტყვა, რომლითაც მან სასულიერო სემინარიის მოსწავლეებს მიმართა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 19 მარტის „დროების“ ცნობით, ივლიანე მამულაიშვილი ოზურგეთის პოლიციის პრისტავი იყო.
1878
ტიპი: გარდაცვალება
1878 წლის 19 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკას საქმის ერთ-ერთი მოწმე ზურაბ ქორიძე გარდაიცვალა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 18 მარტის „დროებაში“ საქართველოს ახალი ეგზარქოსის, ივანე რუდნევის შესახებ სტატია დაიბეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის მარტში ქუთაისში ქართველმა სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს გიორგი თუმანოვის სამმოქმედებიანი კომედია „აყალ-მაყალი ცოლსა და ქმარს შუა“.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, 25 აპრილს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ივანე ზაალის ძე ავალიშვილის ნაცვლად ბანკის დამფასებელი საზოგადოების წევრად ახალი კანდიდატი უნდა აერჩიათ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, გრანევსკიმ ლაილაშში მდებარე ეკლესიის გასაახლებლად თანხა შეაგროვა, რომელიც სამწუხაროდ, ვერ გამოიყენა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, 25 აპრილს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილის მაგივრად დირექტორად ახალი კანდიდატი უნდა აერჩიათ.
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, ივანე როსტომაშვილი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, ივანე როსტომაშვილი კახის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 14 მარტის „დროების“ ცნობით, გრიგოლ არწრუნი თავის ქარვასლაში მახიობებს სომხური წარმოდგენისთვის ადგილს გამოუყოფდა.

