რეგისტრირებული ფაქტები91827
სორტირება თარიღი კლებადობით
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 21 მარტის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველთა კომიტეტის განცხადება საზოგადო კრების მოწვევისა და მისი დღის წესრიგის შესახებ. ერთ-ერთი საკითხი ილია ჭავჭავაძის ნაცვლად ბანკის გამგეობის წევრთა მიერ ახალი თავმჯდომარის არჩევა იყო.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 17 მარტს ილია ჭავჭავაძემ ილია ოქრომჭედლიშვილისგან 707 მანეთი მიიღო. 700 მანეთი თეატრისთვის იყო განკუთვნილი, 7 მანეთი კი ჟურნალ „ივერიის“ გამოსაწერად.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 16 მარტს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ ილია ჭავჭავაძის სტატია „კატკოვის პასუხად“ გადაბეჭდა რუსულმა გაზეთმა „მოსკოვსკი ტელეგრაფმა“.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 9 მარტს გაზეთ „მოსკოვსკი ტელეგრაფში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილის „კატკოვის პასუხად“ თარგმანი. სარედაქციო შენიშვნებში უარყოფითად შეაფასეს რუსი ჟურნალისტის ქცევა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 9 მარტს გაზეთ „მოსკოვსკი ტელეგრაფში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილის „კატკოვის პასუხად“ თარგმანი.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 4 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ექიმ გრიგოლ გაბაშვილის ლექციის წაკითხვის თარიღი დააზუსტეს.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახუთის სკოლის პედაგოგი დიმიტრი გიორგის ძე ბერულავა მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 54 მოსწავლიდან (ვაჟი – 52 , ქალი –2) ოცდათერთმეტს მათი შეძენა არ შეეძლო.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის სკოლის მასწავლებელმა ალექსი დავითის ძე ჯაბიძემ მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. სკოლის 42 მოსწავლიდან (ვაჟი – 36, ქალი – 6) უმეტესობას მათი შეძენა არ შეეძლო.

