რეგისტრირებული ფაქტები86673
სორტირება თარიღი კლებადობით
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს შიო იოსავასთან სახლობის დროს თედო სახოკია მასთან დიაკვნად მსახურობდა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წელს თედო სახოკია შიო იოსავას გლეხებთან სუფრის საკურთხებლად ხშირად დაჰყავდა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წელს შიო იოსავასთან ცხოვრების პერიოდში თედო სახოკიასთვის ქართული არავის უსწავლებია.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წელს თედო სახოკიას ოჯახი რუსეთ-ოსმალეთის ომს სოხუმიდან სამეგრელოში გამოექცა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომს გამოქცეულმა თედო სახოკიას ოჯახმა თედოს ბიძასთან, ექვთიმე კუკავასთან შეაფარა თავი.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წელს რუსეთ-ოსმალეთს ომის დაწყების შემდეგ თავის შვილებთან ერთად დაბრუნდა სოხუმიდან ხეთაში თედო სახოკიას მამაც. ფოთამდე თედოს ოჯახმა იმგზავნრა გემით „მახვილი“. იქიდან პატარა ორთქმავლით „ბაბუშკა“ მდინარე რიონით ძველ ქალაქ ფოთში წამოვიდნენ. ფოთიდან მატარებლით მივიდნენ სენაკამდე, ხოლო იქიდან კი ფურგონით − თედოს დედულეთში, სოფელ ხეთაში.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876-1883 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში არითმეტიკას ასწავლიდა ნიკო მაღრაძე.
1876
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1876-1883 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსულის მასწავლებელ ივანე გაფრინდაშვილს აზრის გადმოცემა უჭირდა იმის გამო, რომ ქართული კარგად არ იცოდა და რუსულ სიტყვებს იყენებდა საუბარში.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876-1883 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსულის მასწავლებლობის პარალელურად ივანე გაფრინდაშვილი სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწეც იყო.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წელს თედო სახოკია პაპამის შიო იოსავასთან სახლობის დროს, ოჯახს წვრილ საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა.
1875
ტიპი: გარდაცვალება
1875 წლის 17 დეკემბერს სოფ. ეწერის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი მარკოზ პეტრეს ძე უკლება გარდაიცვალა.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 2 დეკემბერს გაზეთ „დროების“ რედაქციაში გამართულ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ განაცხადა, რომ „დროებისთვის“ კვირაში ერთ სტატიას დაწერდა.
1875
ტიპი: გარდაცვალება
1875 წლის 18 ოქტომბერს ხარაგაულში მიროწმიდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი ელიზბარ დევდარიანი გარდაიცვალა.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 10 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს საგურამოდან შეატყობინა, თბილისის სათავადაზნაურო ბანკში მისულიყო და სანდრო ჩოლოყაშვილისგან თანხა ჩაებარებინა.
1875
ტიპი: ორგანიზაცია
1875 წლის ოქტომბრის ბოლოს ილია ჭავჭავაძისა და სერგეი მესხის თაოსნობით ძველი და ახალი რჩეული ტექსტების გამოსაცემად თბილისში ქართული წიგნის გამომცემელთა საზოგადოება ჩამოყალიბდა.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875 წლის 19 სექტემბერს ჩატარდა თელავის მაზრის სამღვდელოების საერთო ყრილობა, რომლის თავმჯდომარედ მღვდელი ლაზარე ტურიაშვილი აირჩიეს.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875 წლის 19 სექტემბრიდან თელავის სამღვდელო ყრილობის თავმჯდომარე მღვდელი ლაზარე ტურაშვილი იყო.

