რეგისტრირებული ფაქტები82206
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1954
ტიპი: ორგანიზაცია
1954 წელს გრიგოლ ავალიანის წერილის მიხედვით, მიუნხენში საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დავით ურატაძეს უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მხედართა ორგანიზაციის დაარსებაში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე ქუთაისის ოლქის სასამართლოს წევრებს ნიკურაძესა და კაპანაძეს დროებით დაევალათ – წევრების, ვიქტორ მატვეევს კი – ბრალმდებლის მოვალეობის შესრულება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება სამხედრო წესების გამოცხადების შესახებ აწყურისა და ბარელეთის რაიონებში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენება თელავის მაზრაში სამხედრო წესების გამოცხადების შესახებ, მიზეზი ყაჩაღობა იყო. გენერალ-გუბერნატორის უფლებები დროებით გუბერნიის კომისარ მაღლაკელიძეს მიენიჭა.
1959
ტიპი: ღონისძიება
1959 წლის 17 იანვარს ალექსანდრე ჯანელიძის დაბადების 70 წლისა და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომის ორგანიზატორები იყვნენ: სსრ მეცნიერებათა აკადემია, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტი და საქართველოს გეოლოგიური საზოგადოება.
1959
ტიპი: ღონისძიება
1959 წელს ქრისტინე შარაშიძემ მიიღო მოსაწვევი ბარათი ალექსანდრე ჯანელიძის დაბადების 70 წლისა და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომაზე დასასწრებად.
1958
ტიპი: ავტორობა
1958 წლის 25 დეკემბერს, დღის 12 საათზე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიაზე სამუშაო გეგმის მიხედვით გიორგი აბზიანიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „რუსთველოლოგიური პრობლემატიკა ქართველ სამოციანელთა ნააზრევში“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა საპყრობილეთა უწყებისათვის მომარაგების კომიტეტიდან რამდენიმე ნივთისა და საქონლის მიცემის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის გამოსვლა ავტომობილის საჭიროების თაობაზე. დაადგინეს, ერთი ავტომობილი მიეცათ სასამართლოს უწყებისთვის.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა ვარდენ საყვარელიძის მიერ შეწყალების თხოვნის შესახებ. უარი ეთქვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა ივანე გიორგის ძე ფირცხალაიშვილის მიერ შეწყალების თხოვნის შესახებ. მას 4 თვით შეუმცირდა თბილისის რევოლუციური ტრიბუნალის მიერ მისჯილი პატიმრობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარის მოხსენება რკინიგზის მუშათა და მოსამსახურეების ჯამაგირების დაკმაყოფილების შესახებ.