საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89432

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 5 აგვისტოს „დროების“ ცნობით, მაკარი ყიფშიძემ თბილისში გურული მგალობლები ჩაიყვანა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 5 აგვისტოს „დროების“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილი ლითოგრაფიით ქართულის საწერ რვეულს ბეჭდავდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 4 აგვისტოს „დროების“ ცნობით, საბაჟოების რევიზიას ნიკოლოზ პრიბილი ხელმძღვანელობდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 4 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ავალიშვილმა მარცვლეულის აღების დროს კევრის დასამზადებლად უამრავი შეკვეთა მიიღო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა ფრაზით: „კონგრესი გათავდა, მაგრამ ხვალინდელს დღეს ...“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 3 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბერენშტამის წიგნის მაღაზიაში რუსულ ენაზე დაწერილი წიგნი „ბატონ-ყმობის უფლება საქართველოში“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 3 აგვისტოს „დროებაში“ ისაი დოლუხანოვის განზრახვის, ქალაქში სოფლებიდან სურსათის ჩამოტანისა და გაყიდვის შესახებ სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ა. შ. ბუჭყიევის სალდათები გორის მოსახლეობას სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებოდნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ა. შ. ბუჭყიევი თავის სალდათებთან ერთად გორში დაბანაკდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის აგვისტოს დასაწყისში გამოიცა ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შედგენილი ლექსების კრებული „საჩუქარი ქართველ ყმაწვილებს“. კრებულში შედიოდა ილია ჭავჭავაძის შემდეგი ლექსები: „გაზაფხული“, „მტკვრის პირას“ და „წუხილი“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 30 ივლისის „დროების“ ცნობით, რედაქციამ დასაბეჭდად მიიღო გრიგოლ ჩარკვიანის გამოცემული „იგავ-არაკნი“ და რაფიელ ერისთავის მოთხრობა „ნინო“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 ივლისის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის სტატია „ივერიის მონასტერი ბოლგარიაში“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 29 ივლისის „დროების“ ცნობით, გამოიცა წიგნი „პატარა ბიბლიოთეკა“, რომელშიც იაკობ გოგებაშვილის რედაქციით სამი საყმაწვილო მოთხრობა დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, არშაკ სტეფანოვმა და ნიკოლოზ ზუმბულიძემ ოქრომჭედლის დუქანი გატეხეს.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, არშაკ სტეფანოვი უფროსი პოლიცმაისტერის კანცელარიის მწერალი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, ისაი დოლუხანოვი დადიოდა სოფლებში, რათა მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახის სურსათის ქალაქებში ჩამოტანა შეეთავაზებინა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, ისაი დოლუხანოვი ქალაქის გამგეობის წევრი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილი „სასოფლო გაზეთის“ რედაქტორი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, ხუთი თვის განმავლობაში პეტრე უმიკაშვილის „სასოფლო გაზეთი“ უსახსრობის გამო არ იბეჭდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავის ხუთმოქმედებიანი კომედია „დავა“ უ. ვართანოვის მაღაზიაში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, ვისაც საბებიო ინსტიტუტში სურდა სწავლა, განცხადება სამოქალაქო საექიმო უწყების გამგებლის, რ. ანდრონიკაშვილის სახლში უნდა მიეტანა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, პოსტნიკოვი არქიტექტორი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 27 ივლისის „დროებაში“ სიღნაღის მოქალაქე მელქო შლამოვის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავის ხუთმოქმედებიანი კომედია „დავა“ ზაქარია გრიქუროვის მაღაზიაში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავის ხუთმოქმედებიანი კომედია „დავა“ გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში იყიდებოდა.