საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89432

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 27 ივნისის „დროების“ ცნობით, მიხეილ მეფისოვი არტაანის მაზრის ხელმძღვანელი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 27 ივნისის „დროების“ ცნობით, შარიფ-ბეგ ხიმშიაშვილი თბილისში იმყოფებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 25 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ილია ბახტაძეს შეატყობინა, რომ მისი კორესპონდენცია მიიღო და მცირეოდენი შესწორებით დაბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 25 ივნისის „დროების“ ცნობით, იოსებ ბაქრაძემ „სიმღერა პერანგზედ“ ეკატერინე ღვინიაშვილისას მიუძღვნა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 25 ივნისის „დროებაში“ იოსებ ბაქრაძის ფელეტონი „სიმღერა პერანგზედ“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა ზ. შათიროვის წერილი რედაქტორთან.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 24 ივნისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში სცენის მოყვარეებმა წარმოადგინეს დავით ერისთავის სამმოქმედებიანი კომედია „გეო, მინას და კამპანია“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 24 ივნისის „დროების“ ცნობით, მ. ხარისჩაროვს სტამბულში სკოლა ჰქონდა გახსნილი, სადაც ქართველი ყმაწვილები საღვთო წერილებს ქართულ ენაზე სწავლობდნენ.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 24 ივნისის „დროების“ ცნობით, მ. ხარისჩაროვი მესტამბე იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 24 ივნისის „დროების“ ცნობით, მ. ხარისჩაროვმა კონსტანტინეპოლში ქართული სტამბა გახსნა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 ივნისის „დროებაში“ გ. ერთგულაძის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 23 ივნისის „დროების“ ცნობით, დეკანოზოვი პოლიციელი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 23 ივნისის „დროების“ ცნობით, კარაპეტ მხითაროვმა, საქო ლოტუევმა და ზაალ ყულიჯანოვმა ნაბახტევის საზოგადოებას მოტყუებუთ, პოლიციის სახელით ქათმები და ყველი გამოართვეს, რის გამოც დეკანოზოვმა ისინი დაიჭირა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 ივნისის „დროებაში“ მიხეილ ფავლენიშვილის ლექსი „უხილავი ძალები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, სპირიდონ დვალი რაჭაში ნოტარიუსად მუშაობდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 ივნისის „დროებაში“ სპირიდონ დვალის განცხადება დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, სპირიდონ დვალი რაჭის ნოტარიუსი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, საკალოვის მაღაზია გაქურდეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 ივნისის „დროებაში“ ილია ალხაზიშვილის სტატია „ახალქალაქი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 21 ივნისის „დროების“ ცნობით, ივანე მირზოევის მაღაზიების დაწვა სამჯერ სცადეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 ივნისის „დროებაში“ იოსებ ბაქრაძის ფელეტონი „გოდივა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 20 ივნისს დიმიტრი ყიფიანმა, ილია ჭავჭავაძემ და ბესარიონ ღოღობერიძემ კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი სტაროსელსკის დასამტკიცებლად წარუდგინეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პროექტი, რომელსაც 123 ადამიანი აწერდა ხელს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 20 ივნისის „დროებაში“ ი. ლაზარიძის სტატია „გორი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 20 ივნისის „დროებაში“ რაფიელ ერისთავის სტატიის „საქართველოს ვაზის“ საინტერესო ცნობების განხილვა დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 20 ივნისის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ნიკო ჩქოტუას ვლადიმერ სპასოვიჩი დაიცავდა.