საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89432

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 მაისის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის სტატიის „ქუთაისის ბანკის კრება“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 23 მაისს, კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ლოჭინის სამურნეო სკოლის დახურვის შესახებ იმსჯელეს. უპატრონოდ დარჩენილ ყმაწვილებზე ზრუნვა დიმიტრი ჯორჯაძემ და ივანე ხატისოვმა გადაწყვიტეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო კრებაზე ალადათოვმა განაცხადა, რომ ქალაქის დეპუტატების მოვალეობა მოქალაქეებისთვის უფასოდ შრომა იყო და ჯილდოს სახით თანხის გადაცემა საჭიროებას არ წარმოადგენდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 21 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო კრებაზე ი. ელიმირზოვის წინადადებები მოისმინეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 მაისის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის სტატია „ქუთაისის ბანკის მესამე სხდომა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 21 მაისის „დროების“ ცნობით, დავით ავალოვი, ლუარსაბ მაღალაშვილი, იაკობ გოგებაშვილი და ნიკოლოზ ცხვედაძე თბილისის განმგებელი კომიტეტის წევრები იყვნენ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო კრებაზე დავით ხარაზოვმა კომისიის წევრებისთვის ქალაქის ხაზინიდან ჯილდოს სახით თანხის გამოეყოფა მოითხოვა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 20 მაისის „დროების“ ცნობით, სურგუნოვის ინიციატივით, სოლოლაკის 5 ქუჩა გაზით გაანათეს.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 19 მაისის „დროების“ ცნობით, ლუკა ასათიანმა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის თხოვნით, მათთან თანამშრომლობა ერთი წლით გააგრძელა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 19 მაისის „დროების“ ცნობით, ლუარსაბ ლოლუამ ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის წევრობაზე უარი განაცხადა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 19 მაისის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის სტატია „ქუთაისის ბანკის მეორე სხდომა, 15 მაისი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 18 მაისის „დროების“ ცნობით, ტატო წულუკიძე როსტოვში იმყოფებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 მაისის „დროებაში“ ლუარსაბ ლოლუას სიტყვა დაიბეჭდა, რომელიც ქუთაისის ბანკის კრებაზე წარმოთქვა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა ბესარიონ ღოღობერიძის სიტყვა, წარმოთქმული ქუთაისის ბანკის კრებაზე.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 18 მაისის „დროების“ ცნობით, ლ. ასათიანი ქუთაისის ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის წევრი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 17 მაისის „დროების“ ცნობით, გაბრიელ ტერ-გაბრილიანცმა რუსული ენის სახელმძღვანელო დაბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 17 მაისის „დროების“ ცნობით, ბარბარე ჯორჯაძემ ქართული წიგნი „სამზარეულო“ შეადგინა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 მაისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში ბარბარე ჯორჯაძის შედგენილი ქართული წიგნი „სამზარეულო“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 მაისის „დროებაში“ პავლე თუმანიშვილის სტატია „პასუხი უ. ა. ჭიჭინაძესა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის საზაფხულო თეატრში წარმოადგინეს ზურაბ ანტონოვის „ტივით მოგზაურობა“ და მოლიერის „ცოლის შერთვევინება“.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 16 მაისს ორგანიზაციის „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების, შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისთვის“ კომიტეტმა ვახტანგ თულაშვილი ხაზინადრად დანიშნა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 16 მაისს ორგანიზაციის „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების, შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისთვის“ კომიტეტმა მდივნად ნიკოლოზ ქანანოვი დანიშნა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 მაისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის მიერ ნათარგმნი მოთხრობის „ლონდონის მაწანწალები“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 ივლისის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში ახალი „ლექსთა კრებული“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 მაისს ქუთაისის ბანკის კრებას ლ. ასათიანი თავმჯდომარეობდა.