რეგისტრირებული ფაქტები90015
სორტირება თარიღი კლებადობით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 5 ნოემბრის „დროების“ ცნობით, „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების, შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისთვის“ დახმარების მსურველებს საწევრო თანხა ნიკოლოზ ქანანოვისთვის უნდა გადაეცათ.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 4 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ლ. გრიგორაშვილი თელავის სამოქალაქო სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1878
ტიპი: გარდაცვალება
1878 წლის 3 ნოემბერს მიქარწმინდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იოანე მოსეს ძე სოხაძე გარდაიცვალა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 3 ნოემბრის „დროებაში“ გამოქვეყნდა იმ წიგნთა სია, რომლებიც არტურ ვართანოვის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 2 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჯორჯაძე ოდესაში რუსეთის მეურნეობის საზოგადოების 50 წლის იუბილეზე მიემგზავრებოდა, სადაც დამსწრე საზოგადოებისთვის საქართველოში ღვინის კეთების პროცესი უნდა გაეცნო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 1-ელ ნოემბერს ილია ჭავჭავაძესა და მის ნათესავებს შორის ყვარლის მამულების გაყოფის პროცესი დაიწყო და ჭავჭავაძეების საკუთრების, ყვარლის აგარაკის აღწერისა და დახარისხების ოქმი შედგა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 31 ოქტომბრის „დროებაში“ ივანე იაგორის ძე ზუბალაშვილის შესახებ სტატია დაიბეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 29 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, გურიიდან მოწვეულმა გალობის პედაგოგებმა, მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ გალობის სწავლება დაიწყეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 29 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, „ნემცების კლუბში" ვასილ აბაშიძის მიერ ნათარგმნი ვოდევილი „ყვავი ფარშევანგის ფრთებით“ წარმოადგინეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ყარსის გენერალ-გუბერნატორმა ვიქტორ ფრანკინმა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების აღმოსაფხვრელად კომისია ჩამოაყალიბა.

