საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91151

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში სიმონ ქვარიანი სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში სიმონ ქვარიანი ერთხანს სწავლობდა ოდესაში.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში სიმონ ქვარიანი ოდესის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში სიმონ ქვარიანმა, ქუთაისსა და ოდესაში სწავლის შემდეგ, ორი წელი იმსახურა წინანდლის საუფლისწულო მამულში.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში ვაჟა-ფშაველა გაზეთ „ივერიასთან“ თანამშრომლობის მიუხედავად თბილისში მუდმივად არ ცხოვრობდა, ხან დიდ თონეთში მსახურობდა მასწავლებლად, ხან ჩარგალში ცხოვრობდა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში შიო მღვიმელის დიაკვან ძმას, სანდროს არ ჰქონდა საშუალება, რომ სკოლაში მიებარებინა პატარა შიო.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-იან წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი ნიკოლოზ დარსკი იყო არქიმანდრიტი.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში აკაკი წერეთლის ლექსის „ხანჯალი“ წაკითხვის შემდეგ შიო მღვიმელს რუსული ენის სწავლის გაგრძელება აღარ უნდოდა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წელს ვასილ გაბაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში გიორგი კვინიტაძე თბილისის კადეტთა კორპუსის სასწავლებელში სწავლობდა.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში გიორგი კვინიტაძემ კონსტანტინეს ქვეითთა სასწავლებელი დაასრულა პეტერბურგში.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში გიორგი მაზნიაშვილმა დაასრულა ვლადიკავკაზის სამხედრო პროგიმნაზია.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში დავით ართმელაძემ თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი დაასრულა პირველი თანრიგით.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში დავით ართმელაძე სამხედრო სამსახურის გასავლელად ელიზავეტპოლის 156-ე ქვეით პოლკში გაიგზავნა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-იან წლებში დავით ართმელაძე ასეულს მეთაურობდა განჯაში.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში ალექსანდრე გედევანიშვილმა თბილისის კადეტთა კორპუსის სასწავლებელი დაამთავრა.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს გიორგი წულუკიძემ თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი დაასრულა.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს აბელ მაყაშვილმა ყაზანის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი, შემდეგ კი ოფიცრების მსროლელთა სკოლა დაასრულა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლიდან აბელ მაყაშვილი 164-ე ზაქათალის ქვეით პოლკში მსახურობდა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წლიდან აბელ მაყაშვილი 164-ე ზაქათალის ქვეით პოლკში მეთაურობდა ასეულს და ბატალიონს.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში დიმიტრი თოფურიამ თბილისის იუნკერთა სასწავლებელი დაასრულა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში დიმიტრი თოფურიამ დაიწყო სამხედრო სამსახური ზაქათალის 164-ე ქვეით პოლკში.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-იან წლებში დიმიტრი თოფურია მეთაურობდა ასეულს, შემდეგ – ბატალიონს.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 25 დეკემბერს რაფიელ ერისთავმა ილია ჭავჭავაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში გადასცა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 23 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრო.