რეგისტრირებული ფაქტები86968
სორტირება თარიღი კლებადობით
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 15 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ვენის მსოფლიო გამოფენაში წარსადგენ ნიმუშებს კავკასიის მეურნეობის საზოგადოების მდივანი ნიკოლოზ სიტოვსკი შეაფასებდა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 7 დეკემბერს ქუთაისის საოქლო სასამართლის პროკურორმა ბალანდინიმ გლეხ გიორგი ლაღიაშვილის დაჭრისთვის დაკავებულ ივანე მესხს რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 29 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წესდებაში შეტანილი ცვლილებები მიხეილ მამაცაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გაზეთის ოზურგეთელი მკითხველები 1873 წლის ნომრების გამოწერას მელიტონ ღოღობერიძის წიგნის მაღაზიაში შეძლებდნენ.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გაზეთის ყვირილელ მკითხველებს 1873 წლის ნომრების გამოწერა დეკანოზ დავით ღამბაშიძესთან შეეძლოთ.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების“ ცნობით, სენაკელი მკითხველები გაზეთის 1873 წლის ნომრების გამოწერას ნ. დგებუაძის წიგნის მაღაზიაში შეძლებდნენ.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გაზეთის ლაგოდეხელი და ყვარლელი მკითხველები 1873 წლის ნომრების გამოწერას ალ. მარჯანიშვილის წიგნის მაღაზიაში შეძლებდნენ.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გაზეთის სიღნაღელი მკითხველები 1873 წლის ნომრების გამოწერას რაჟდენ ციციშვილის წიგნის მაღაზიაში შეძლებდნენ.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გაზეთის ქუთაისელი მკითხველები 1873 წლის ნომრების გამოწერას გერასიმე კალანდარიშვილის წიგნის მაღაზიაში შეძლებდნენ.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გაზეთის ონელ მკითხველებს 1873 წლის ნომრების გამოწერა კ. კლდიაშვილის წიგნის მაღაზიაში შეეძლოთ.

