რეგისტრირებული ფაქტები86968
სორტირება თარიღი კლებადობით
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გაზეთის ფოთელი მკითხველები 1873 წლის ნომრების გამოწერას ზ. არწუნოვის წიგნის მაღაზიაში შეძლებდნენ.
1872
ტიპი: მფლობელობა
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გორის მაზრაში ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ციციშვილის მამული იყიდებოდა, რომელიც სახნავ-სათეს და საძოვარ ნაკვეთებს მოიცავდა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გაზეთის თელაველი მკითხველები 1873 წლის ნომრების გამოწერას ლევან ჯანდიერის წიგნის მაღაზიაში შეძლებდნენ.
1872
ტიპი: ნასამართლეობა
1872 წლის 10 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლომ სხვისი ქონების მიტაცებაში ბრალდებული აზნაურების, ზურაბ, ილია და ალექსანდრე ზაალიშვილების საქმე განიხილა და სამივეს სამარის გუბერნიაში გადასახლება მიუსაჯა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 10 ნოემბერს თბილისის სამსჯავრო პალატამ სააპელაციო წესით გაბრიელ ანდრონიკოვისა და ანტონ ფალიევის ქონებრივი დავა ფალიევი და მსჯავრის გამოტანა სამომავლოდ გადადო.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 8 ნოემბერს სოფიო წულუკიძისა და ნიკოლოზ ზდანოვიჩის თაოსნობით უფასო ქალთა სასწავლებელი გაიხსნა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 3 ნოემბრის „დროების“ ცნობით, პავლე გოროდოვიჩენკომ თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა სკოლას სტიპენდიების დასაარსებლად 3000 მანეთი შესწირა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 3 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდრა პომერანცოვამ ქუთაისში ქალთა დაწყებითი სასწავლებელი დააარსა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 3 ნოემბრის „დროების“ ცნობით, დარია ანტონოვამ თბილისის კლასიკურ გიმნაზიას და წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელს ორი სახლი უანდერძა.

