საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82206

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის დოკუმენტის მიხედვით, უმცროსი ოფიცერი მამიკონ გულბანდის ძე მარტიროსოვიჩი ჩარიცხეს ახლადფორმირებულ სამხედრო ნაწილში ბაქოს გუბერნიის ქალაქ შემახში (შამახი). მისი ჩარიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს ამიერკავკასიის შტაბის სამხედრო რაიონის უფროსმა გენერალ-მაიორმა ერმალოვმა და ადიუტანტ-პოდპოლკოვნიკმა ივანოვმა. დასტური გადააგზავნეს 19 იანვარს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის დოკუმენტის მიხედვით, უმცროსი ოფიცერი ვლადიმერ ივანეს ძე დემინსკი ჩარიცხეს ახლადფორმირებულ სამხედრო ნაწილში ბაქოს გუბერნიის ქალაქ შემახში (შამახი). მისი ჩარიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს ამიერკავკასიის შტაბის სამხედრო რაიონის უფროსმა გენერალ-მაიორმა ერმალოვმა და ადიუტანტ-პოდპოლკოვნიკმა ივანოვმა. დასტური გადააგზავნეს 19 იანვარს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის დოკუმენტის მიხედვით, უმცროსი ოფიცერი არსენ თამროზის ძე მირზოიანცი ჩარიცხეს ახლად ფორმირებულ სამხედრო ნაწილში ბაქოს გუბერნიის ქალაქ შემახში. მისი ჩარიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს ამიერკავკასიის შტაბის სამხედრო რაიონის უფროსმა გენერალ-მაიორმა ერმალოვმა და ადიუტანტ-პოდპოლკოვნიკმა ივანოვმა. დასტური 19 იანვარს გაგზავნეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 2 ოქტომბერს გზების უფროსმა გზათა სამინისტროს რესპუბლიკის ჯარების გადაადგილების ხელმძღვანელის მოადგილე ბახუტოვის 30 სექტემბრის დეპეშის ასლთან ერთად დეპეშაც გაუგზავნა, რომელიც რკინიგზის დაცვის თანამშრომელთა უფასო მგზავრობას ეხებოდა. შეატყობინა, რომ მითითებები რკინიგზის დასაცავად დანიშნულ ჯარებს კავკასიის სამხედრო ოლქის ფარგლებში მხოლოდ ომიანობის დროს შეეხებოდა და სთხოვა, ამ საკითხთან დაკავშირებით მისთვის მითითებები მიეცათ.

1918

ტიპი: ავტორობა

ოსმალეთის დიპლომატიურმა და სამხედრო წარმომადგენელმა აბდულ ქერიმმა 1918 წლის 19 ნოემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეტყობინა, რომ 5500 მეჯიდიე, რომელიც იმჟამად აზერბაიჯანში მყოფი ოსმალეთის დივიზიის ოფიცრებსა და ჯარიკაცებისთვის უნდა მიეცათ, მიღებისთანავე შეუჩერებიათ; ამ თანხით მთავრობა თავისი არმიის ოფიცერთა და ჯარის წინაშე მოვალეობას იხდიდა, და ითხოვდა, არ დაებრკოლებინათ თანხის დანიშნულებისამებრ მიღწევა. დოკუმენტის დედანთან იგივეობას ადასტურებს თ. კილაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ნოემბერს კანცელარიის ვიცე-დირექტორმა ზურაბ მაჩაბელმა გზათა სამინისტროს ოსმალეთის დიპლომატიური წარმომადგენლის 19 ნოემბრის N359 მიმართვის თარგმანი გაუგზავნა. დოკუმენტი, რომელიც თბილისში შეჩერებულ 5500 მეჯიდიეს ეხებოდა, აზერბაიჯანში მყოფი ოსმალეთის ჯარისთვის იყო განკუთვნილი. საგარეო საქმეთა სამინისტროდან თანხის ოსმალეთში დასაბრუნებლად საჭირო განკარგულების გაცემა ითხოვეს. კანცელარიის საქმისმწარმოებელი იყო პ. ანთელავა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 25 ივლისს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი კონსტანტინე გამსახურდია კონსტანტინე გელაზარიშვილის შესახებ განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორ ვუკოლ ბერიძეს სწერს, რომ ის არის ქართველი კათოლიკე, ობოლი, იზრდებოდა სტამბულში. 1917 წელს სხვა ობოლ ქართველ ბავშვებთან ერთად განმათავისულებელმა კომიტეტმა ჩაიყვანა ბავარიის მონასტერში, სადაც მათ დახმარება გაუწიეს. 1919 წელს უსახსრობის გამო მონასტერმა ის საელჩოს ჩააბარა. გამსახურდია შუამდგომლობს მას საქართველოს განათლების სამინისტროსთან, ვინაიდან მან იცის ოთხი ენა, არის ძალიან განათლებული ახალგაზრდა, გამონახონ სახსრები მისი გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ნოემბერს გენერალ-მაიორმა ყარალაშვილმა გზათა სამინისტროს საქმეთა მმართველს ნატანების რაიონის დაცვის უფროსის რკინიგზის პირველი ლიანდაგის განყოფილების უფროსის მიერ თვითნებურად დრეზინის წაღების შესახებ მიმართვა გაუგზავნა და აუწყა, რომ მან დრეზინის დაბრუნების შესახებ სათანადო განკარგულება გასცა, რომელიც ორი დღეში უნდა შესრულებულიყო. ფაქტი ხელმოწერით კანცელარიის მმართველმა ბ. ჩუბინიძემ დაადასტურა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ნოემბერს გზათა სამინისტროს საერთო საქმეთა მმართველმა გიორგი ფიცხელაურმა გენერალ გუბერნატორს სთხოვა, რომ სამინისტროს იურისკონსულტანტ კონსტანტინე დიმიტრის ძე მიქელაძისთვის იარაღის – Steyr M95 შენახვის უფლება მიეცათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ნოემბერს გზათა სამინისტროს საერთო საქმეთა მმართველმა გიორგი ფიცხელაურმა თბილისის გუბერნატორს სთხოვა, ფხოველის ნავთის წარმოების მილიციის უფროსის, ლევან დავითის ძე ანდრონიკაშვილისა და ორი მილიციელისთვის, რომლებიც თბილისში საქმეზე ჩამოვიდნენ, იარაღის ტარების უფლება მიეცა. ანდრონიკაშვილს – ნაგანის რევოლვერის N27209, ოსმალური კარაბინისა (უნომროდ) და ორი რუსული ვინტოვკის – N160775 და 103683 ტარების ნებართვა სჭირდებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 ნოემბერს გზათა მინისტრმა ლორთქიფანიძემ თბილისის გუბერნატორს სთხოვა, გზათა სამინისტროს მოსამსახურე დავით ნოეს ძე კორძაიასთვის რევოლვერის სისტემის ბრაუნინგის N667569 ტარების უფლება მიეცა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 ნოემბერს გენერალ-მაიორმა ყარალაშვილმა გზათა სამინისტროს აცნობა, რომ 23 ნოემბრის N5785 მიმართვის თანახმად, გასცა განკარგულება, ოსმალეთის წარმომადგენლის შევკეტ ნორმანისთვის თანხის დაბრუნება შეეწყვეტის შესახებ. ფულს დაკავების მიზეზი რკინიგზის ადმინისტრაციის მიერ საერთო დებულების ძალით ტვირთის გადატანის კონტროლი იყო. ეს თანხა კი, მილიციის უფროსის ოქმის თანახმად, ფარულად და უფასოდ მიჰქონდათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 23 ნოემბერს გზათა სამინისტროდან სათანადო განკარგულებისთვის საქართველოს რესპუბლიკის ყველა გზათა გენერალ-გუბერნატორს გაუგზავნეს საგარეო საქმეთა კანცელარიის 22 ნოემბრის N5056 მიმართვა ოსმალეთის დიპლომატიური წარმომადგენლის განცხადებასთან ერთად. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: საერთო საქმეთა სამმართველოს უფროსის მაგივრად - ღამბაშიძემ, კანცელარიის მმართველმა ჩხიკვაძემ და საქმის მწარმოებელმა ფეოფან კობეშავიძემ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 24 დეკემბერს გენერალ-გუბერნატორმა, მაიორმა ყარალაშვილმა გამოსცა სავალდებულო დადგენილება (ხელს აწერს კანცელარიის მმართველი ბ. ჩუბინიძე) – საქართველოს რკინიგზის, ქ. ფოთისა და ფოთის ნავსადგურებისთვის, მათი მიდამოებით, გუბერნიათა საერთო დაწესებულებების 23-ე მუხლის მე-19 დამატების თანახმად, მოძრაობა აიკრძალა ქ. ფოთის ქუჩებში 23-დან 5 საათამდე, ნავსადგურში – 20-დან დილის 5 საათამდე; ასევე ღვინითა და ყველანაირი მაგარი სასმლით ვაჭრობა და სმა; ღვინის სავაჭრო სარდაფებში, რესტორნებსა და საზოგადო საკრებულოში ღვინით ვაჭრობა, ყველა გასართობი დაწესებულება, ასევე დუქნები უნდა დაიკეტათ არაუგვიანეს 22 საათისა, სავაჭრო დუქნები და სხვა დაწესებულებები კი – არაუგვიანეს 19 საათისა; სასტიკად იყო აკრძალული იარაღიდან სროლა. გენერალ-გუბერნატორის მიდამოებსა და ქუჩებში მთვრალის გამოსვლა; დადგენილების დამრღვევნი დაისჯებოდნენ სამი თვე ციხით და სამი ათას მანეთამდე ჯარიმით.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 დეკემბერს გზათა სამინისტროდან სახაზინო გზათა გენერალ-გუბერნატორს მისწერეს, რომ 28 ნოემბერს, დღისით, კახეთის მეორე ვერსზე გადასასვლელის დარაჯ ბახჩალ ისმაილ ოღლის თავს დაესხა ორი ბოროტმოქმედი, თავში დაჭრეს და 45 მანეთი წაართვეს. გენერალმა გზათა სამინისტროს მუშა-მოსამსახურეთა სიმშვიდის უზრუნველსაყოფად რკინიგზების დამცველი რაზმის გაეძლიერება სთხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 დეკემბერს გენერალ-გუბერნატორი, გენერალ-მაიორი ყარალაშვილი გზათა მინისტრის მოადგილეს ატყობინებდა, რომ გუბერნატორად დანიშვნის პირველი დღიდანვე საჭიროდ ცნო კახეთის გზათა დამცველი რაზმის გაძლიერება მოსამსახურეთა და მცხოვრებთა მშვიდი ცხოვრების უზრუნველყოფისთვის და სთხოვდა შუამავლობას, რათა მინისტრს დროულად დაემტკიცებინა წარდგენილი შტატი. ხელს აწერს ბ. ჩუბინიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

გზათა სამინისტროდან თბილისისა და მისი შემოგარენის გენერალ-გუბერნატორს მიმართვა გაუგზავნეს და სთხოვს, რომ ლევან დავითის ძე ანდრონიკაშვილისა და ორი მილიციონერისთვის იარაღის ტარების ნება დაერთოთ. მილიციონერთა გვარები მითითებული არ არის, რადგან ისინი, შესაძლოა, შეცვლილიყვნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 ნოემბერს გზათა სამინისტროს უფროსმა ინჟინერმა ა. კანდელაკმა სამინისტროს თანამშრომლებს მოახსენა, რომ საქართველოს რკინიგზის ლიანდაგისა და მისი მიდამოების გენერალ-გუბერნატორის კანცელარიიდან საკანცელარიო ნივთების შესაძენად თანხა მოითხოვეს. სამინისტროში საკმარისი თანხის უქონლობის, საჭირო ნივთების სიძვირისა და კრედიტის დაუფარველობის გამო ისინი გენერალ-გუბერნატორს ვერ დაეხმარებოდნენ. მისი თქმით, გენერალ-გუბერნატორის კანცელარიისთვის ცალკე კრედიტის გახსნა იყო საჭირო. ფაქტი ხელმოწერით კანცელარიის მმართველმა ა. კაჭარავამ დაადასტურა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 ნოემბერს ფხოველის ნავთის საწარმოს მმართველმა ნიკოლოზ თადეოზოს ძე დეკანოზიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო საქმეთა მმართველს სთხოვა, რომ ცხენების წასაყვანად ფხოველიდან ჩამოსული მადნის მილიციის უფროსის ლევან დავითის ძე ანდრონიკაშვილისა და ორი მილიცისთვის თბილისში იარაღის ტარების განსაკუთრებული ნებართვა მიეცათ. ამის შემდეგ ატარებდნენ იარაღს: ნაგანი 27209, ოსმალურ კარაბინს უნომროდ და ორ რუსულ ვინტოვკას: N160755, 103683.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ნოემბერს გზათა სამინისტროდან სახაზინო გზათა უფროსს 15 ნოემბრის მიმართვის პასუხად აცნობეს, რომ გენერალ-გუბერნატორის კანცელარიას საწერი და სხვა მასალები ანგარიშის შედგენისა და საკანცელარიო კრედიტის გახსნის შემდეგ გადაეცემოდა. ფაქტი ხელმოწერით კანცელარიის მმართველმა ღამბაშიძემ და საქმისმწარმოებელმა ფეოფან კობეშავიძემ დაადასტურეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პრაპორშიკი პეტრე ივანეს ძე არტამანოვი დაექვემდებარა ჩარიცხვას ახლად ფორმირებულ ნაწილში, ბაქოს გუბერნიის ქალაქ შემახაში. ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის შტაბის სამხედრო რაიონის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ერმალოვმა, დაამოწმა უფროსმა ადიუტანტმა, პოდპოლკოვნიკმა ივანოვმა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 სექტემბერს მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში ოლივერ უორდროპმა აღნიშნავდა, რომ გენერალი კორი თბილისიდან მან გააცილა. მის გასაცილებლად ქუჩის გასწვრივ, ორი მილის მანძილზე, სამხედროები იდგნენ, მინისტრები კი სადგურში ელოდებოდნენ. ქართველებმა მისი სადღეგრძელო დალიეს და იმედი გამოთქვეს, რომ სამუდამოდ არ ემშვიდობებოდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 სექტემბერს მეუღლისადმი მიწერილ წერილში, ოლივერ უორდროპი იტყობინებოდა, რომ იგი შეხვდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ უსუბეკოვს, რომელიც ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა. მისი შეფასებით, უსუბეკოვი თავაზიანი, შესანიშნავი იუმორით დაჯილდოებული პიროვნებაა, რომელიც დასავლელს უფრო ჰგავდა, ვიდრე აღმოსავლელს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ დაესწრო გენერალ კორის პატივსაცემად გამართულ ვახშამს, რომლის თამადაც დავით ღამბაშიძე იყო. ღამბაშიძემ ყველა სადღეგრძელო ინგლისურად თარგმნა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 სექტემბერს მეუღლისადმი მიწერილ წერილში ოლივერ უორდროპი ახსენებს მას გენერალ ბარათოვს, რომელიც ხელმძღვანელობდა რუსეთის არმიას სპარსეთსა და მესოპოტამიაში და აქტიურად თანამშრომლობდა ბრიტანელებთან.