საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81451

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 6 ნოემბერს ხევსურეთში ყაჩაღ ოსია ფარეშას ძე ხარსიევს და მისი შეარაღებული დაჯგუფების წევრებს უშიშა წიკლაური და ბეწიკა გიგაური ჩაუსაფრდნენ, რათა მძარცველებისთვის ნაქურდალი წაერთმიათ. ორმხრივი სროლის შედეგად უშიშა წიკლაური მძიმედ დაიჭრა და მეორე დღეს გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ხევსურეთში ყაჩაღი ოსია ფარეშას ძე ხარსიევი და მისი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები თავს დაესხნენ გიორგი გიგაურს, რომელსაც ორი ფარდაგი და საქონელი მოსტაცეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ხევსურეთის სოფლებში ძებნილი ქისტი ყაჩაღი ოსია ფარეშას ძე ხარსიევი და მისი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები გამოჩნდნენ, რომლებმაც მენახირე თათარა ოჩიაურს ცეცხლი გაუხსნეს და საქონელი მოსტაცეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია ჯანდიერმა არაფხიზელ მდგომარეობაში ხანჯლით დაჭრა სოფელ ველისციხის მკვიდრი, სოლომონ გურგენაშვილი.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ნოემბერს სოსიკო კაბელაშვილი ცხინვალის მაზრის სოფელ ბელოთის მამასახლისად აირჩიეს.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 30 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ დამნაშავედ სცნო გიორგი კობიაშვილი, რომელსაც მარიამ ოხრომენკოს მკვლელობის მცდელობაში იყო ეჭვმიტანილი. სასამართლომ ბრალდებულს ქონების კონფისკაცია და ტომსკის გუბერნიაში გადასახლება მიუსაჯა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 29 ნოემბერს მიხეილ ალექსანდრეს ძე რომანოვი თბილისიდან სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დიდმა თავადმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა ბორჯომის სახელოსნო სკოლის მფარველობა ითავა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეპისკოპოსმა ლეონიდემ ეგზარქოს ფლაბიანეს შეატყობინა, რომ თბილისში გამოჩნდნენ თვითმარქვია ბერები, რომლებიც ეკლესიის სახელით მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 26 ნოემბერს მღვდელმა პლატონ ხუროშვილმა მცხეთის ქალთა საკვირაო სასწავლებლის მოწაფეებს საჯარო მოხსენება წაუკითხა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 1-ელ დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ არჩილ დარეჯანაშვილის წერილი „მცენარეთა ცხოვრება“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 1-ელ დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ივ. კავთელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ივანე ჯაჯანაშვილის წერილი „შავი ჭირი (ჟამი)“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში მსახიობ ალექსანდრა კარგარეთელის ბენეფისი გაიმართა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ წარმოადგინა კოტე მესხის ოთხმოქმედებიანი პიესა „რუსთაველი“, რომელშიც ეფემია მესხი და ვალერიან გუნია მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ კოტე მესხისა და ვასო აბაშიძის მიერ დადგმული სპექტაკლი „აყალ-მაყალი ცოლ-ქმარს შუა“ წარმოადგინა. პიესა ქართულად ალექსანდრე ჭავჭავაძემ თარგმნა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 30 ნოემბერს როსტოვის მახლობლად გაჩენილი ხანძრის შედეგად ივანე არღუთინსკი-დოლგორუკოვის სახლი დაიწვა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქართულ ენაზე გამოიცა დომინიკა ერისთავის (განდეგილის) მიერ თარგმნილი ლევ ტოლსტოის თხზულება „რისთვის ითვრება ხალხი“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოსაცემად მზადდებოდა ვასო აბაშიძის მიერ შედგენილი პიესების კრებული „ცხოვრების სარკე“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოსაცემად მზადდებოდა გაბრიელ ბარნაბიშვილის მიერ თარგმნილი კრებული „ისტორია აღზრდისა და მისი რეფორმატორნი“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქაშუეთის ტაძარში ილია ფერაძის მიერ წაკითხული მოხსენება „ბავშვის აღზრდა ოჯახში“ გამოქვეყნდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მსახიობ კირილე მაჭარაძის წერილი „პირველად ბრძოლის ველზე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა თეოფილე იანელის სტატია „ობოლი სული (მიხეილ ლერმონტოვი)“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია რუხაძის ლექსი „კვნესა სულისა“.

1814

ტიპი: პირადი ინფორმაცია

მიხეილ იურის ძე ლერმონტოვი 1814 წლის 2 ოქტომბერს მოსკოვში დაიბადა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 ოქტომბერს არტისტთა საზოგადო თეატრში ქართულმა დრამატული საზოგადოების დასმა წარმოადგინა ალექსანდრე სუმბათაშვილის ისტორიული დრამა „ღალატი“.