რეგისტრირებული ფაქტები83615
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის დასკვნა გერმანელებთან ხელშეკრულების პროექტის – ბზიფის ტყეების შესახებ. ალფრედ ბონარდის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტი – გერმანელებთან ბზიფის ტყეების ექსპლუატაციის შესახებ კი უარყვეს, რაც ეცნობა საქართველოს წარმომადგენელს ბერლინში აკაკი ჩხენკელს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსნება: კანონპროექტი ოფიცერთა და სამხედრო მოხელეთა შტატებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ. მოიწონეს და გადასცეს პარლამენტს. გერმანელ ინსტრუქტორებს განსაკუთრებული უფლებამოსილება მიანიჭეს, რომ ოფიცრების უწესობის შემთხვევაში აცნობონ არამარტო სამხედრო მინისტრსა და გერმანელთა საკომანდოს, არამედ მთავრობის თავმჯდომარესაც.
1948
ტიპი: თანამდებობა
შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ 1948 დან 1950 წლამდე იგი იტალიაში ცხოვრობდა როგორც „ხმელთაშუა ზღვის პაკტის“ ორგანიზაციის სამხედრო მრჩეველი გენერალ-ლეიტენანტის ხარისხით. ეს ორგანიზაცია რომში იყო როგორც „არაბთა ლიგის“ მიერ დაფინანსებული კერძო დაწესებულება.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წელს ქრისტინე შარაშიძე საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და ქალთა უმაღლესი კურსების ისტორიისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
1907
ტიპი: თანამდებობა
ქრისტინე შარაშიძის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ის 1907 წლის შემოდგომაზე მარიამ ყაუხჩიშვილმა თავის გიმნაზიაში მიიწვია მასწავლებლად.
1928
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1928 წლის პირველ თებერვალს ქრისტინე შარაშიძემ ბებიის გარდაცვალება გაიგო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომას დაესწრნენ: მთავრობის თავმჯდომარე ნ. რამიშვილი, მინისტრები – გრიგოლ გიორგაძე, გიორგი ჟურული, ივანე ლორთქიფანიძე; სახელმწიფო კონტროლის წარმომადგენელი კონსტანტინე ჯაფარიძე, მინისტრების მოადგილეები – გიორგი ერაძე, კონსტანტინე საბახტარაშვილი, პეტრე გელეიშვილი, იოსებ გედევანიშვილი, კოსნტანტინე გვარჯალაძე; მოწვეული სტუმრები – შტაბის წევრი, გერმანელთა სამხედრო მრჩეველი ვოლფსკჰეელი, პარლამენტის სამხედრო კომისიის თავმჯდომარე სიმონ მდივანი, საქმეთა მმართველი სერგი ჯაფარიძე, მდივანი გრიგოლ რობაქიძე.
1928
ტიპი: ავტორობა
1928 წლის 9 იანვარს შალვა მაღლაკელიძემ პირად რვეულში დაწერა, რომ მოსკოვში თავად კომუნისტებიც არ მალავდნენ, რომ სოციალისტური მეურნეობა საფრთხეში იყო. მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა სოციალისტური წყობის სწორად წაყვანის იმედი დაკარგა და თავადვე შეუდგა უნიადაგო კომუნისტური ხელისუფლების ლიკვიდაციას.
1929
ტიპი: ავტორობა
1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ პირად რვეულში დაწერა, რომ საბჭოთა სახელმწიფოში პასუხისმგებლობას ყველა თავს არიდებდა. მოსკოვში პური და სურსათი „ბარათებით“ გაიცემოდა. მიუხედავად ბევრი მოწოდებებისა, დისციპლინა მუშებს შორის არ მყარდებოდა, რამაც მრეწველობის გაუარესება გამოიწვია.