რეგისტრირებული ფაქტები89442
სორტირება თარიღი კლებადობით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1881 წლებში ალექსი მირიანაშვილის თბილისის საქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში ქართული წიგნებისა და გაზეთების კითხვისთვის მოწაფეებს სასტიკად დევნიდნენ.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877-1882 წლებში ალექსანდრე წითლანაძე იყო სოფ. ბარალეთის სკოლის მასწავლებელი.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877-1882 წლებში ალექსანდრე ბენდელიანი იყო სოფ. ბარალეთის სკოლის მასწავლებელი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილის სწავლის პერიოდში, ჯავახეთის სკოლებში ძირითადად სამასწავლებლო სემინარიისა და ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს გზავნიდნენ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილის სწავლის პერიოდში, ჯავახეთის ქართული სოფლების მცხოვრებლები მოწყვეტილი იყვნენ დანარჩენ სამყაროს, მიყრუებულად ცხოვრობდნენ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილის სწავლის პერიოდში, ჯავახეთის ქართულ სოფლებში ცრუმორწმუნეობა გაბატონებულიყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილის სწავლის პერიოდში, ჯავახეთიდან ქართლ-კახეთსა და იმერეთში მისვლა-მოსვლა თითქმის არ არსებობდა უგზოობის გამო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში სწავლის პერიოდში ვასილ კოპტონაშვილს მისი მასწავლებელი კოტე გარაყანიძე ხშირად დასცინოდა თათრული და სომხური ფრაზებით საუბრის გამო და უცხო სიტყვების გამოყენებას უკრძალავდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილის სწავლის პერიოდში, ჯავახეთი ხშირად გადადიოდა ოსმალების მფლობელობაში.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილის სწავლისას ჯავახეთის სკოლებში დირექტორებისა და ინსპექტორების თანამდებობები სულ უნივერსიტეტებისა და აკადემიების კურსდამთავრებულ რუსი ეროვნების ჩინოვნიკებს ეკავათ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილს ეკრძალებოდა უმიზეზოდ გაკვეთილზე დაგვიანება.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში, ვასილ კოპტონაშვილის ბარალეთის სკოლაში სწავლის პერიოდში, მასწავლებლები დისციპლინას მკაცრად იცავდნენ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1882 წლებში, ვასილ კოპტონაშვილის ბარალეთის სკოლაში სწავლის პერიოდში, ქართულად ლაპარაკისთვის მოწაფეების სახაზავით ცემის წესი მალიშკოვმა და ონისიმოვმა შემოიღეს.

