რეგისტრირებული ფაქტები90029
სორტირება თარიღი კლებადობით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 16, 17 და 18 აპრილს გურიის ცხენოსანთა ჯარი გენერალ ჭავჭავაძის სარდლობით მტრის საძებნელად ყარსის სამხრეთ ნაწილებში წავიდა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ როდესაც არაბები საქართველოში შემოვიდნენ და მაჰმადიანობის გავრცელება დაიწყეს, ამ დროს ოსმალები ბაგრატიონების მეთაურობით ქრისტიანობის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ. ქართველები საღმრთო წიგნებს თარგმნიდნენ და აარსებდნენ მონასტრებს, რომ ახალგაზრდებისთვის მიეცათ საჭირო განათლება.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 25 მაისს, თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის წესდებულების თანახმად, ანტონ იაკობის ძე ალექსეევს პროცენტის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება ჩამოერთმეოდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 25 აპრილს ქართველი მხედრები კახეთიდან თბილისისკენ დაიძრნენ, სადაც მათ სადილით გაუმასპინძლდა ზაქარია აბელის ძე ანდრონიკაშვილი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 25-26 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებას დაესწრო. კრებაზე 1876 წლის საქმიანობის ანგარიში და ბანკის წესდების ცვლილების პროექტი განიხილეს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 24 აპრილს კახეთში შეკრებილ მხედრობას სიტყვით მიმართა სასულიერო პირმა, სამსონ კოპაძემ, რომ რუსეთი ებრძოდა საქართველოს მტერს, კერძოდ, ოსმალებს, რომლებიც აღვივებდნენ ღვარძლსა და მტრობას ქართველებს შორის, უსამართლოდ ღვრიდნენ მათ სისხლს და ამიტომ ქართველი ჯარისკაცები ვალდებულები იყვნენ რუსეთის ჯართან ერთად დაპირისპირებოდნენ საერთო მტერს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 24 აპრილს რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო. ქუთაისელი ქალების მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებებში ბერტა კინსკი ენთუზიაზმით მონაწილეობდა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1-ლი იანვრისთვის თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის ბალანსი 1 384 574 მანეთი და 98 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე, წევრები: დავით ავალიშვილი, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი და ბუღალტერი ხ. ხაჩატურიანი.

