საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88884

1874

ტიპი: თანამდებობა

1874-77 წლებში პეტრე მაქსიმეს ძე ტყემალაძე სარეკის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს იუსტინე თადეოზის ძე ბარბაქაძე ბაღდათის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს ივანე მაჩაბელმა პეტერბურგის უნივერსიტეტი დაამთავრა და გერმანიაში, ოპენჰაიმის აკადემიაში, მეურნეობის შესასწავლად გაემგზავრა, შემდეგ კი სწავლა საფრანგეთში, მევენახეობის ფაკულტეტზე, განაგრძო.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს დიმიტრი იოსების ძე აბდუშელიშვილი ქორეთის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის მღვდელი იყო.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს იოანე ვასილის ძე მეძმარიაშვილი ქვიტირის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874-1917 წლებში სპირიდონ იესეს ძე წიქარიძე ქვიტირის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელა ხარლამპ ივანეს ძე სავანელმა თბილისში კერძო სამუსიკო სასწავლებელი გახსნა.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს ხარლამპ ივანეს ძე სავანელი სახელმწიფო ბანკში მუშაობდა.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874-1906 წლებში იასონ ქაიხოსროს ძე ქავთარაძე ცხამის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874-1917 წლებში ლეონტი იოვანეს ძე გორდულაძე ძეძილეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს ალექსი ნიკოლოზის ძე ფანცხავა ხომულის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1874

ტიპი: გარდაცვალება

1874 წელს გარდაიცვალა თედო სახოკიას დედა, ელისაბედ კუკავა.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს აბელ ოქროპირის ძე იაშვილმა ქუთაისის გიმნაზია დაასრულა.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლისას დავით კლდიაშვილი და სხვა ქართველი მოწაფეები ძლივსღა ახერხებდნენ ქართულად მეტყველებას.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874-1881 წლებში მარტვილის სასწავლებელში სწავლის პერიოდში ივანე ოდიშარიას სახლში ცხოვრობდნენ ძმები, ბესარიონ (შემდგომში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი) და გიორგი ხელაიები.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს იაკობ გოგებაშვილი არ დაელოდა სემინარიაში ჩატარებული რევიზიის შედეგებს და სემინარია თავად დატოვა.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს სასულიერო სემინარიაში ჩატარებული რევიზიის შემდეგ სემინარიის რექტორი გადააყენეს და მის ნაცვლად კუშინსკი დანიშნეს.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს სასულიერო სემინარიაში საერთო რევიზიის ჩატარების შემდეგ სემინარიის ინსპექტორი გიორგი იოსელიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს სასულიერო სემინარიაში საერთო რევიზიის ჩატარების შემდეგ მასწავლებლები ლაზარე ტურიევი და ნიკოლოზ ცხვედაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს კერსკიმ სასულიერო სემინარიის საერთო რევიზია ჩაატარა.

1874

ტიპი: ნასამართლეობა

1874 წელს დავით კეზელს, ალექსანდრე მაჭარაშვილს და სტეფანე ჭრელაშვილს, რომლებიც საკადრისად არ მიესალმნენ მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვს, სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 დეკემბრის გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის (ფსევდონიმით ჩვენ უჩინონი) წერილი „უფ. სკანდელის გადაწყვეტილების საპასუხოდ“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „ქართველი ევროპაში“ გამოქვეყნდა რედაქტორის საფრანგეთში მოგზაურობის შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ოზურგეთის მიმდებარე სოფლების სიდუხჭირის შესახებ ბართლომე ბოჭორიშვილის კორესპონდენცია „ს. ნიგოზდიდი, 10 დეკემბ. 1873წ.“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ თაღლითი ადვოკატების შესახებ მეველის ფსევდონიმით დავით მიქელაძის წერილი „გაიმინდვრა ადვოკატებმა!“ გამოქვეყნდა.