საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88884

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 8 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ივანე შარაშიძის კორესპონდენცია „ხონი, 28 სექტემბერს“ ხონის მაზრის სასოფლო სკოლების მდგომარეობის შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 8 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ქეთო ზარაფიშვილის კორესპონდენცია „გორი, 28 სექტემბერს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 8 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „ცნობა ქუთაისიდამ“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 8 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „თბილისი, 7 ოქტომბერს“ თბილისის სომხური სასწავლებლების შესახებ.

1873

ტიპი: გარდაცვალება

1873 წლის 8 ოქტომბერს ყაჩაღებმა 60 წლის სახალხო მთქმელი დავით ბარძიმის ძე მაჩაბელი მოკლეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ოქტომბერში რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილი ხელს უშლიდა ილია ჭავჭავაძის საბანკო წესდების დამტკიცებას.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის ოქტომბერში ნინო ჭავჭავაძემ ილია ჭავჭავაძეს პეტერბურგში წერილით შეატყობინა, რომ მისი ცხენები მოიპარეს, ვენახი ნაცარმა გააფუჭა და პურის მოსავალი ცოტა მოუვიდათ.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, გორის მცხოვრებთ ახალი ქართული გამოცემების შეძენა იოსებ ძამოევის წიგნის მაღაზიაში შეეძლოთ.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ვლადიკავკაზის მცხოვრებნი ახალი ქართული გამოცემების შეძენას პავლე გოზალოვის წიგნის მაღაზიაში შეძლებდნენ.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, სიღნაღის მოსახლეობა ახალი ქართული გამოცემების შეძენას რაჟდენ ციციშვილის წიგნის მაღაზიაში შეძლებდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ივანე მესხის ფელეტონი „მადნის წყლებიდამ“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „თბილისი, 27 სექტემბერს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ახალციხის მოსახლეობა ახალი ქართული გამოცემების შეძენას ანა მუსხელოვისას წიგნის მაღაზიაში შეძლებდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისის მოსახლეობა ახალი ქართული გამოცემების შეძენას სვიმონ ჩომახიძის წიგნის მაღაზიაში შეძლებდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ჯანდაბა“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 სექტემბრის „დროების“ ცნობით, რაფიელ ერისთავისა და ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი ანდაზების კრებული ექვთიმე ხელაძის წიგნის მაღაზიაში ერთ შაურად იყიდებოდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ივანე შარაშიძის კორესპონდენცია „ოზურგეთი, 10 სექტემბერი“ ქალთა უფასო სკოლების შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ვასილ რცხილაძის კორესპონდენცია „დ. ყვირილა, 7 სექტემბერი“ საეკლესიო გლეხების ბეგრისაგან გათავისუფლების შესახებ.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 14 სექტემბრის „დროებაში“ ისაკ მარტინის ძე მიხითაროვი დაინტერესებულ პირებს მოახლეებისა და ძიძების შერჩევაში დახმარებას სთავაზობდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 14 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გ. გორისელის ფსევდონიმით გურამ გომართელის წერილი „ერთი უგბილიმ“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 14 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის მორიგი ფელეტონი ციკლიდან „გაკვრა-გამოკვრა“.

1873

ტიპი: გარდაცვალება

1873 წლის 11 სექტემბერს კვა­ცხუ­თის წმ. გი­ორ­გისა და წე­სის ღვთის­მშობ­ლის ეკლესიების მღვდელ­ი მაქსიმე ქაიხოსროს ძე ელბაქიძე გარდაიცვალა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 7 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე საბანკო საქმის შესასწავლად მოსკოვიდან პეტერბურგში ჩავიდა და ქარავნის ქუჩის №18-ში, ბინა №7-ში, დაბინავდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 7 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ნესტორ თავდგირიძის ავტორობით გარდაცვლილი სტუდენტის, ნიკოლოზ ზედგინიძის ნეკროლოგი გამოქვეყნდა.