რეგისტრირებული ფაქტები88490
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 31 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N18 კატო მიქელაძე აქვეყნებს სტატიას „წაღვერი“, რომელშიც მოთხრობილია 1918 წლის 20 ივნისს მისი გამგზავრება წაღვერში ავადმყოფ მეგობართან ერთად. რიონის გზაზე ის ერთ ნაცნობს შეხვდა, მან წერილი გაატანა ადგილობრივ მცხოვრებთან, ვარდენ კიკნაძესთან, რომელსაც წაღვერში საკუთარი „ბუფეტი“ ჰქონდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, თბილისში დაარსდა საპნის ქარხანა, რომელიც ეკუთვნის აკაკი ხოშტარიას. ქარხანა ყოველდღიურად ამზადებს 400 ფუთ უბრალო საპონს. ყველაფერი სასურსათო სამინისტროს ეგზავნება ფუთი 63 მანეთად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 18 გამოქვეყნდა ცნობა პოეტ საფო მგელაძის ავადმყოფობის შესახებ, რომელსაც სერიოზული მოვლა სჭირდებოდა, ამის საშუალება კი მას არ ჰქონდა, რადგან მისი ქონების ნაწილი თათრებმა ააოხრეს, ხოლო ნაწილი ქართულმა ჯარმა სოფელ ნასაკირალში, სადაც შტაბი იყო განთავსებული.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 31 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით შვედეთსა და ნორვეგიაში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა მიხაკო წერეთელი, ხოლო შვეიცარიაში გ. სუმბათაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, ბერლინიდან ჯერ არ მოსულა პასუხი გერმანელთა ჯარის საქართველოში დატოვებაზე, რომლის თხოვნით მიმართეს გენერალ ფონ კრესს, მიუხედავად იმისა, რომ მან ორი დეპეშა გაგზავნა ბერლინში. ჯარი კი ყოველდღე გასაგზავნად მზადდება და ერთი ნაწილი უკვე ფოთში გაიგზავნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ქსენია ახვლედიანი ქუთაისის პირველ ქალთა გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ქეთევან მესხი თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიაში უმცროსი მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივლისის გაზეთ ერთომბაში კ. დინჯაზე წერდა, რომ 11 ივლისს ბორჯომის მილიციის უფროსის თანაშემწის, ვ. დოლიძის ინიციატივით სოფ. ჯობისხევში გაიმართა ჯობისხევის და ლარების მცხოვრებთა კრება, რომლის მიზანი ყაჩაღების წინააღმდეგ ზომების მიღება იყო. მოხსენებით გამოვიდა ბორჯომის ერობის გამგეობის თავმჯდომარე კ. შახნაზაროვი. კრებამ სოფელ ჭისხევთან და დვირთან ახლოს მილიციის პოსტის დაარსება გადაწყვიტა. ამ საქმის ტექნიკური მოწყობა დაევალათ: ვ. დოლიძეს და აწყურის რაიონის მილიციის უფროსს, დადიანს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, დავით სოლომონის ძე გოთომაშვილი გორის საოსტატო სემინარიის სამეურნეო საგნების ხელმძღვანელად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ოლღა მგელაძე ფოთის გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმსრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, შალვა ტროიმეს ძე თაბუკაშვილი ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

