რეგისტრირებული ფაქტები88884
სორტირება თარიღი კლებადობით
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 8 ივნისის „დროების“ ცნობით, იესე გურიელმა, ანტონ ჯაყელმა, ვასილ პეტრიაშვილმა, გრიგოლ ჯაყელმა და კონსტანტინე თაყაიშვილმა სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხობის დასახმარებად სხვადასხვა ოდენობის თანხა გაიღეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 8 ივნისის „დროების“ ცნობით, მაქსიმე ჭილაძემ, სვიმომ ყარაბეგოვმა და მაქსიმე აბულაძემ სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხობის დასახმარებად სხვადასხვა ოდენობის თანხა გაიღეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის საქმეების მოსაგვარებლად მოსკოვში ჩავიდა და დიდი ბრონის შესახვევის №43-ში დაბინავდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ივნისის შუა რიცხვებში ილია ჭავჭავაძე დიმიტრი ყაზბეგთან ერთად თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წესდების პროექტის დასამტკიცებლად და საბანკო საქმეში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, ანასტასია ზურაბოვმა მოუსავლიანობის გამო დაზარალებული ქიზიყის მცხოვრებლების დასახმარებლად ოჩამჩირეში 21 მანეთი შეაგროვა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი მსურველებს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში საადვოკატო მომსახურებას სთავაზობდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, სათავადაზნაურო ბანკის მმართველი ილია ჭავჭავაძე და დირექტორი დიმიტრი ყაზბეგი ბანკის ახალი პროექტის შესათანხმებლად პეტერბურგში გაემგზავრნენ.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, თაღლითი ეპშტეინი ქუთაისში მოსახლეობას ძარცვავდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 1-ელ ივნისის „დროების“ ცნობით, მ. მალინოვსკიმ, ვ. კონსტანტინოვმა და ყარაგოზოვმა სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხობის დასახმარებად 12 მანეთი შეაგროვეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 1-ელ ივნისის „დროების“ ცნობით, ევა ბერძენოვმა, მიხ. ჟივკოვიჩმა და ესლამ ბარკალაიამ სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხობის დასახმარებად 10 მანეთი შეაგროვეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 25 მაისის „დროების“ ცნობით, ბესარიონ ღოღობერიძემ პეტერბურგიდან ქუთაისში სათავადაზნაურო ბანკის განვითარების ახალი პროექტი ჩამოიტანა.

