საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88884

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 16 მარტის „დროების“ ცნობით, უამინდობის გამო უმოსავლოდ დარჩენილი ქიზიყელების დასახმარებლად გორიდან ექიმმა სააკოვმა 25, ხოლო მღვდელმა მანსვეტოვმა 15 მანეთი შესწირა.

1873

ტიპი: გარდაცვალება

1873 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, ზუგდიდის მაზრის სოფელ ზანაში ყაჩაღებმა დავით ჩიჩუა და მისი მეუღლე მოკლეს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 მარტს გაზეთ „დროებაში“ ქიზიყში მოუსავლიანობით დაზარალებულ გლეხებთან დაკავშირებით ნადეჟდა ნაცვალოვის კორესპონდენცია „ქიზიყიდგან, თებერვლის 15-ს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, სწავლის გასაგრძელებლად შვეიცარიაში გაემგზავრნენ ოლიმპიადა და ეკატერინე ნიკოლაძეები.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 მარტს გაზეთ „დროებაში“ საქველმოქვედო სპექტაკლებით, კონცერტებითა და ლიტერატურული საღამოებით ამოგებული თანხის გაფლანგვასთან დაკავშირებით სერგეი მესხის წერილი „სად არის ქართული წარმოდგენების ფულები?“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული სვიმონ ჩომახიძის განცხადების თანახმად ქუთაისის გუბერნიის სტამბაში საერო და საეკლესიო წიგნები, ქართული და რუსული კალენდრები, სახელმძღვანელოები და სასამართლო წესდება იყიდებოდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 6 მარტს დაამტკიცეს რუსეთის სახელმწიფო კანცლერის თ. გორჩაკოვის მოხსენება, რომ მთავრობის ვალდებულება იყო ყურადღება მიექცია წმინდა ადგილების ქონებისთვის კავკასიაში, რათა ისინი უკანონოდ არავის გაენადგურებინა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 2 მარტს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის კორესპონდენცია „პარიჟი, 18 თებერვალს 1873“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 2 მარტს გაზეთ „დროებაში“ კონსტანტინე გეგიაძის კორესპონდენცია „ოზურგეთი, თებერვლის 15-ს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი უმაღლესი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გაემგზავრა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 2 მარტს გაზეთ „დროებაში“ გიორგი წერეთლის ფელეტონი „ვნახე და მეწყინა“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, მიხეილ რატიევმა, ჯიმშერ გოგიევმა, ივანე კობიევმა, კონსტანტინე თუმანოვმა და ფარესოვმა უამინდობის გამო დაზარალებული ქიზიყელების დასახმარებლად 20 მანეთი შეაგროვეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, უამინდობის გამო უმოსავლოდ დარჩენილი ქიზიყელების დასახმარებლად ილია ჭავჭავაძემ და სოლომონ ციციშვილმა ერთად 15 მანეთი გაიღეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, უამინდობის გამო უმოსავლოდ დარჩენილი ქიზიყელების დასახმარებლად ზურაბ მორთალაძემ, ნიკო ჩიგიანმა, იოსებ ალავერდოვმა და მიხეილ ტერტეროვმა ერთად 10 მანეთი გაიღეს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 24 თებერვალს პეტრე ჩერექოვი "დროებაში" გამოქვეყნებული წერილით ამავე გაზეთში დაბეჭდილი ერთ-ერთი ხელმოუწერელი წერილის ავტორობას უარყოფდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ სიღნაღის მაზრაში უამინდობით დაზარალებულ გლეხებთან დაკავშირებით თომა ტურიაშვილის „წერილი რედაქტორთან“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ექვთიმე ხელაძის კორესპონდენცია „ოზურგეთიდამ, იანვრის 3-ს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ბაქრაძის კორესპონდენცია „ქუთაისიდამ, თებერვლის 14-ს“ ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ნიკო ნიკოლაძემ სტამბოლში მოგზაურობის შთაბეჭდილებები ნ. სკანდელის ფსევდონიმით კორესპონდენციაში „სხვათა შორის“ გამოაქვეყნა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 24 თებერვლის „დროების“ ცნობით, ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დასახმარებლად ადგილობრივმა თეატრალურმა დასმა გიორგი ერისთავის კომედია „დავა“ წარმოადგინა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 24 თებერვლის „დროების“ ცნობით, და-ძმა პეტრე და ეკატერინე მელიქიშვილები სწავლის გასაგრძელებლად ციურიხში გაემგზავრნენ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „შიმშილი ქიზიყში“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 16 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნადეჟდა ნაცვალოვის კორესპონდენცია „სოფ. ბოდბისხევი, თებერვლის 2-ს“ სიღნაღის მაზრის სოფლებში უამინდობით დაზარალებულ მევენახეების შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 16 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ჩიკოიძის კორესპონდენცია „ზუგდიდიდამ, იანვრის 28-ს“ სამეგრელოს სოფლებში საქონლის ქურდობის გახშირებული შემთხვევების შესახებ.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 16 თებერვლის „დროების“ ცნობით, ივანე კალატოზოვი რვა მანეთად ყიდდა სამოც მოთამაშეზე გათვლილ ლოტოს.