საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93063

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში არტემ ჯიჯიხიამ თბილისის სასულიერო სასწავლებელი დაასრულა.

1880

ტიპი: ღონისძიება

სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ, მათე კერესელიძე გორში დაფუძნდა და ოჯახიც იქ შექმნა.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში ზაქარია ყიფშიძემ, ძმების მსგავსად, გორის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში სტეფანე ახმეტელაშვილმა თბილისის კადეტთა კორპუსის სასწავლებელი დაამთავრა.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში სტეფანე ახმეტელაშვილმა დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი უკრაინაში, ქალაქ სუმიში.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში სტეფანე ახმეტელაშვილმა სამხედრო სამსახური დაიწყო თურქესტანის მე-4 ბატალიონში.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში იოსებ როინიშვილმა დაასრულა მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსის სასწავლო კურსი.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში ივანე ჯაფარიძემ კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-იან წლებში ივანე ჯაფარიძეს პოდპორუჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში ივანე ჯაფარიძემ სამხედრო სამსახური 150-ე ტამანის ქვეით პოლკში გააგრძელა.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში ალექსანდრე ქონიაშვილმა თბილისის 1-ლი კლასიკური გიმნაზია დაამთავრა.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში ალექსანდრე ქონიაშვილმა იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი დაასრულა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-იან წლებში ალექსანდრე ქონიაშვილს პოდპორუჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 25 დეკემბერს რაფიელ ერისთავმა ილია ჭავჭავაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში გადასცა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 23 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრო.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 23 დეკემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის დადგენილებით ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანსა და რაფიელ ერისთავს სასკოლო სახელმძღვანელოების შემოწმება დაევალათ.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 10 დეკემბერს ანა მუსხელიშვილმა და სიმონ ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართეს, რომ სახალხო სკოლების დირექტორისთვის ქუთაისის სკოლის უწყება და პროგრამა გაეგზავნათ.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელმა იოსებ გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან სოფელ რუისის სკოლისთვის მიიღო წიგნები და სასწავლო ნივთები.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 1-ელი დეკემბრიდან ქუთაისის ორგანყოფილებიანი სათავადაზნაურო სკოლის ზედამხედველად ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე დანიშნეს.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 27 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრნენ: დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი და ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 27 ნოემბრის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 27 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თავმჯდომარის მოადგილის ილია ჭავჭავაძის წინადადება საზოგადოების შემოსავალ-გასავლის მოწესრიგების შესახებ, რის შემდეგაც სხდომა გადაიდო. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 27 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თავმჯდომარის წინადადება ქუთაისის სკოლის ავეჯის ხელოსნისთვის 200 მანეთის მიცემის და ქუთაისის სააზნაურო ბანკიდან თანხის გამოწერის შესახებ, რის შემდეგაც გამგეობამ დაადგინა, რომ ავეჯის ხელოსანი თანხის გადასაცემად ქუთაისიდან მიეწვიათ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 27 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თავმჯდომარის წინადადება ქუთაისის სააზნაურო სკოლისთვის ავეჯის დამზადების შესახებ და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს ავეჯი კაიზერის მოდელით დაემზადებინათ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი და დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას 500 მანეთი კრედიტი გამოუყო. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.