რეგისტრირებული ფაქტები88884
სორტირება თარიღი კლებადობით
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავი და გიორგი ყაზბეგი დუშეთის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 15 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ვენის მსოფლიო გამოფენაში წარსადგენ ნიმუშებს კავკასიის მეურნეობის საზოგადოების მდივანი ნიკოლოზ სიტოვსკი შეაფასებდა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 7 დეკემბერს ქუთაისის საოქლო სასამართლის პროკურორმა ბალანდინიმ გლეხ გიორგი ლაღიაშვილის დაჭრისთვის დაკავებულ ივანე მესხს რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 29 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წესდებაში შეტანილი ცვლილებები მიხეილ მამაცაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გაზეთის ოზურგეთელი მკითხველები 1873 წლის ნომრების გამოწერას მელიტონ ღოღობერიძის წიგნის მაღაზიაში შეძლებდნენ.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გაზეთის ყვირილელ მკითხველებს 1873 წლის ნომრების გამოწერა დეკანოზ დავით ღამბაშიძესთან შეეძლოთ.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების“ ცნობით, სენაკელი მკითხველები გაზეთის 1873 წლის ნომრების გამოწერას ნ. დგებუაძის წიგნის მაღაზიაში შეძლებდნენ.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გაზეთის ლაგოდეხელი და ყვარლელი მკითხველები 1873 წლის ნომრების გამოწერას ალ. მარჯანიშვილის წიგნის მაღაზიაში შეძლებდნენ.

