რეგისტრირებული ფაქტები88884
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1950
ტიპი: ღონისძიება
1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ „ლიპარელებს“ შორის მყოფი ლოლუა და ორი ქართველი „იროს“ ბანაკში გადაიყვანეს და დარჩენილ სამ ქართველსაც უპირებდნენ გადაყვანას. შეატყობინა, რომ მათთვის არგენტინაში ან ავსტრალიაში შესასვლელი ვიზების აღებას ცდილობდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, ანა ხახუტაშვილი თბილისის მეექვსე გიმნაზიაში პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიაში ვერა გიორგის ასული ავალიშვილი რუსულის პედაგოგად დაინიშნა.
1950
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1950 წლის 14 აპრილს პაკისტანიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ხმელთაშუა ზღვის პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოიძიებდა, თუმცა თვლიდა, რომ რომში პრესა საფრანგეთის მსგავსად კულუარული იყო და მნიშვნელოვანს ვერაფერს ნახავდა.
1950
ტიპი: ღონისძიება
1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ანტონ წერაძის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მის ქალიშვილს საკონსულოში გაეგზავნა წერილი. მისი აზრით, თუ წერაძის ქალიშვილი გერმანიაში მყოფ რუსულ ოფიციალურ წრეებს მამის შესახებ ინფორმაციას სთხოვდა, არაფერი დაშავდებოდა.
1950
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, ქართველი ტყვის ანტონ წეროძის შვილისთვის გადაეცა, რომ მამამისს რომში არ იცნობდნენ. ერთადერთი ქართველი არველაძე იყო, ვინც უთხრა, რომ ბათუმში წეროძეებს იცნობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს გრიგოლ ნუცუბიძემ და ივანე ბარველმა ბათუმში ჟურნალი „ელამი არლეკინი“ გამოსცეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 ნოემბრის „ბარრიკადის“ ცნობით, ცისფერყანწელთა ლექსის აკადემიის დარბაზი მოხატეს ტერენტიევმა და ზიგმუნდ ვალიშევსკიმ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანებით კავკასიის მუზეუმის თანამშრომელი ანასტასია მიხეილის ასული ციციშვილისა შტატის შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წლის 13 თებერვალს დავით შარაშიძემ პარიზიდან ბახვში ღია ბარათი გაუგზავნა მშობლებს და ვაჟის დაბადება შეატყობინა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს დავით შარაშიძემ და ელენე ტუსენ-შარაშიძემ ელენეს ძმის, რენე ტუსენის დახმარებით პარიზში ბინა იქირავეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 აგვისტოს დავით შარაშიძემ და ელენე ტუსენ-შარაშიძემ ქორწინებიდან 1 წლისთავი აღნიშნეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ ექიმები – აბულაძე და ჯაჯანიძე საქართველოს ერობათა კომიტეტს და სანიტარული ინსტიტუტის დირექტორს სიმონ ამირეჯიბს აფთიაქებში მომუშავე სამაზრო ექიმებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სანიტარულ ინსტიტუტში ბაქტერიოლოგიურ-სანიტარულ-ჰიგიენური კურსების მოწყობის შესახებ მადლობას უხდიდნენ.

