რეგისტრირებული ფაქტები88884
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1950
ტიპი: ღონისძიება
1950 წლის 1-ლ ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იტალიაში დაარსებულ პროფესიონალი ჟურნალისტების საზოგადოებაში მიიღეს. ეს ორგანიზაცია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის იყო. მისი თქმით, ერთი წელი დასჭირდებოდა იმის დამტკიცებას, რომ კავკასიელები ევროპელები ვართ.
1941
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1941 წლის 24 მარტს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ თინა მესხიშვილს ტყუპი ბიჭი შეეძინა.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941 წელს ლიდია გეპშტეინს პენსიის მისაღებად დასჭირდა ცნობა, რომ მუშაობდა თბილისში და თამარ შარაშიძე-ქარცივაძეს სთხოვა დახმარება ექიმ მუხაძესთან დაკავშირებაში.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლიდან 1918 წლამდე ლიდია გეპშტეინი თბილისში ექიმ გრიგოლ მუხაძესთან ერთად მუშაობდა.
1941
ტიპი: ღონისძიება
ყაზახეთში გადასახლებულ თამარ შარაშიძე-ქარცივაძეს 1941 წელს ფოსტაში უარი უთხრეს ქართული გაზეთის გამოწერის გაგრძელებაზე.
1940
ტიპი: ღონისძიება
1940 წლის 29 დეკემბერს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ შვილს, ბიბი ქარცივაძეს, თბილისში გამოუგზავნა წერილი და ცოლის შერთვის ნება დართო.
1941
ტიპი: გარდაცვალება
1941 წლის 10 თებერვალს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ თბილისიდან მიიღო გაზეთი, რომელშიც ასინეთას გარდაცვალების განცხადება ნახა.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941 წლის იანვრიდან თამარ შარაშიძე-ქარცივაძე ყაზახეთში გამოწერით მიიღებდა გაზეთ „კომუნისტს“.
1940
ტიპი: ღონისძიება
1940 წლის ნოემბერში ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ გაზეთ „პრავდაში“ წაიკითხა ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების ცნობა.
1940
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1940 წლის 17 სექტემბერს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ თავისი განაჩენი შეიტყო. მას ჯამბულში (ყაზახეთში) 5 წლით ტოვებდნენ.
1950
ტიპი: ავტორობა
1950 წლის 2 მაისს პაკისტანიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ „ხმელთაშუა ზღვის ცენტრის“ დავალებით ინდოეთში ან სპარსეთში აპირებდა გამგზავრებას. ინსაბატოს თქმით, გამგზავრებას პოლიტიკური და კომერციული მიზანი ჰქონდა. იგი იმედგაცრუებას გამოთქვამდა ირაკლი ბაგრატიონისა და მისი სიძის მიმართ.
1950
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1950 წლის 2 მაისს პაკისტანიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ საღირაშვილს 357 გერმანული მარკის ანგარიშით ვალი დაუბრუნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისს „ერთობაში“ გამოქვეყნდა გარე კახეთის საოლქო გვარდიის შტაბის განცხადება გვარდიიდან ბოროტმოქმედებისთვის სპირიდონ ესაიაშვილის, იმირონ სალთხუციშვილის, გიორგი დარისპანიშვილის, გიორგი შუბაშვილისა და გიორგი ცოფურიშვილის გაძევების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 5 ივლისს, რკინიგზის რაიონის ფრონტიდან დაბრუნებულ გვარდიელთა საერთო კრებაზე (გახსნა ქეშიშოვმა. თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჯიბლაძე, მდივნად – თულაევი) ფიცი დადეს, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ დამფუძნებელ კრებას და მთავრობას დემოკრატიული წეს-წყობილების განმტკიცებაში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ნ. არდიშვილის წერილი „დაეხმარეთ ინვალიდებს“, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთიდან თბილისში ჩამოვიდა ჟენევაში მიმავალი რუსეთის ინვალიდთა საზ-ის წარმომადგენლები. დენიკინის ჯარების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ისინი დაატუსაღეს და წაართვეს ინვალიდების მიერ შეგროვებული 900 გირვანქა სტერლინგი. რამდენიმე პირს დაებადა იდეა მათ სასარგებლოდ 19 ივლისს სომხურ კლუბში საღამო-კაბარე გაემართათ, რათა დახმარებოდნენ ევროპაში გასამგზავრებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის წლის 16 ივლისს ნოე რამიშვილი ავლაბრის მუშათა კლუბში მოწვეულ ს.ს.-დ მუშათა პარტიის წევრთა კრებას დაესწრებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ მთავრობამ დეპეშა მიიღო ახალქალაქიდან, სადაც მრავალრიცხოვან მიტინგზე მოისმინეს ისიდორე რამიშვილის მოხსენება შინაური და საგარეო პოლიტიკის შესახებ, იწონებენ მთავრობის პოლიტიკას და გამარჯვებას უსურვებენ მას.

