რეგისტრირებული ფაქტები88884
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ფოთში გაემგზავრნენ რუსეთ-საქართველოს სამხედრო გარანტიათა შერეული კომისიის რწმუნებულები. საქართველოს დელეგაციის მხრიდან პ. კოსტანაშვილი გაიგზავნა და რუსეთიდან – ზარიანი. მათ უნდა დაეთვალიერებინათ საკონცენტრაციო ბანაკი და გაერკვიათ, რომელ დაკავებულს სურდა რუსეთში წასვლა. გაირკვა, რომ 500 დაკავებულიდან მხოლოდ 20-მა შეავსო საანკეტო ფურცელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 ივლისს მთავრობის თავმჯდომარე ინახულა საქართველოში მყოფმა სომხეთის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 ივლისს ნოე ჟორდანია საქართველოში მყოფმა იტალიის რწმუნებულმა, ლუიჯი მერკანტელმა, ინახულა და დიდხანს ესაუბრა მას.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 12 ივლისს თბილისში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ დეკანოზი ანტონ კეკელია გარდაიცვალა. იგი ბანძაში დაკრძალეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყებოდა, რომ 1920 წლის 24 ივლისს გაიხსნებოდა საქართველოს ბანკი. ბანკის მმართველი იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N 18 მეშვეობით ქუთაისის ქალთა ინტერპარტიული ლიგის (ხელმძღვანელი კატო მიქელაძე) ბიურო თავის წევრებს მოუწოდებს, შეიკრიბონ 3 ნოემბერს, კვირას საღამოს 5 საათზე გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქციაში.
1915
ტიპი: პირადი ურთიერთობა
კატო მიქელაძის ცნობით, 1915 წელს, როცა რუსეთის საელჩოს ხარჯით ლონდონიდან საქართველოში ბრუნდებოდა პარიზელ ქართველებთან ერთად, მანქანაში მასთან ერთად ისხდნენ დ. კოპალეიშვილი და პ. იაშვილი, რომლებმაც დაიწყეს დავა საელჩოსთვის ვალის გადახდაზე. იაშვილს ეჭვი შეეპარა კოპალეიშვილის ვალის გადახდაზე, დაიწყეს ერთმანეთის ლანძღვა და საქმე ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა, სანამ სხვები არ ჩაერივნენ და არ შეახსენეს, რომ მათთან ერთად ქალი (კატო მიქელაძე) იმყოფებოდა. გაბრაზებული იაშვილი მანქანიდან გადმოხტა, რის შემდეგ დ. კოპალი დაწყნარდა. საელჩოს ვალი კი ყველას გადაუხდელი დარჩა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 31 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N18 კატო მიქელაძე აქვეყნებს სტატიას „წაღვერი“, რომელშიც მოთხრობილია 1918 წლის 20 ივნისს მისი გამგზავრება წაღვერში ავადმყოფ მეგობართან ერთად. რიონის გზაზე ის ერთ ნაცნობს შეხვდა, მან წერილი გაატანა ადგილობრივ მცხოვრებთან, ვარდენ კიკნაძესთან, რომელსაც წაღვერში საკუთარი „ბუფეტი“ ჰქონდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, თბილისში დაარსდა საპნის ქარხანა, რომელიც ეკუთვნის აკაკი ხოშტარიას. ქარხანა ყოველდღიურად ამზადებს 400 ფუთ უბრალო საპონს. ყველაფერი სასურსათო სამინისტროს ეგზავნება ფუთი 63 მანეთად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 18 გამოქვეყნდა ცნობა პოეტ საფო მგელაძის ავადმყოფობის შესახებ, რომელსაც სერიოზული მოვლა სჭირდებოდა, ამის საშუალება კი მას არ ჰქონდა, რადგან მისი ქონების ნაწილი თათრებმა ააოხრეს, ხოლო ნაწილი ქართულმა ჯარმა სოფელ ნასაკირალში, სადაც შტაბი იყო განთავსებული.

