საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88502

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 15 იანვრამდე კოლეგიის მრჩეველი გიორგი დროზდოვი იკავებდა გორის საეკლესიო მამულების გამგებლის თანამდებობას.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 15 იანვარს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ნიკოლოზ სტრუვე და გრიგოლ გამრეკელოვი დაინიშნენ ქუთაისის ოლქის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 15 იანვარს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, თბილისის მთავარი სამმართველოს მოხელეები, ნიკოლოოზ ყორღანოვი და ვალერი ორლოვსკი, დაინიშნენ თბილისის ოლქის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

1869

ტიპი: ნასამართლეობა

1869 წლის 13 იანვარს მოქალაქე გიგო პეტრუზოვმა ხანჯლით დააზიანა მეტეხის ტაძარში დასვენებული წმინდა ნინოს ხატი. პოლიციამ დამნაშავე ტაძრის დეკანოზის ჩვენების საფუძველზე იმავე საღამოს დააკავა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 10 იანვარს რუსეთის დიდი მთავრისა და კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მიერ დამტკიცებულ იქნა ელიზავეტპოლის საზოგადოებრივი კრების წესდება.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ნარკვევისა „საქართველო“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ეპისკოპოს გაბრიელის საშობაო ქადაგება.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ვლადიმერ ჟელიხოვსკის ბრძანება თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მომხდარი არეულობის გამო სასწავლო პროცესის დროებით შეჩერების თაობაზე.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 8 იანვარს რუსეთის დიდმა მთავარმა, კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა დაამტკიცა თბილისის არტისტული წრის წესდება.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 2 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ნარკვევისა „საქართველო“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 2 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის აღარ სარგებლობდა ფსევდონიმით თავხედი და, შესაბამისად, ჟურნალ „ცისკარში“ ამ ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილები მას არ ეკუთვნოდა.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების თავმჯდომარე იყო კ. ფ. ბრიოშნოვსკი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ი. ი. ტალკოს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის მიუწოდებია ცნობები ტვინის თანდაყოლილი თიაქრის შემთხვევების შესახებ.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის შვილების ექიმი იყო ადოლფ ალექსანდრეს ძე რემერტი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მიხეილ თევდორეს ძე ბარტოლომეი იყო სახელმწიფო მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ირაკლი კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი იყო სახელმწიფო მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ სტეფანე ალექსანდრეს ძე ტალიზინი იყო კოლეგიის მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მიხეილ თევდორეს ძე ბარტოლომეი იყო მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის კარის კამერ-იუნკერი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ პავლე შამირის ძე მელიქ-ბეგლიაროვი იყო კოლეგიის მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანი იყო ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ იასონ ჯიმშერის ძე თუმანოვი იყო სახელმწიფო მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს იასონ ჯიმშერის ძე თუმანოვი იყო კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სამეფო კარის კამერგერი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვთან მსახურობდა მიხეილ თევდორეს ძე ბარტოლომეი, რომელიც იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკი სასაზღვრო ურთიერთობათა განხრით.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვთან მსახურობდა ივანე სტეფანეს ძე ხატისოვი, რომელიც იყო საგანგებო დავალებათა VII კლასის ჩინოვნიკი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვთან მსახურობდა პავლე შამირის ძე მელიქ-ბეგლიაროვი, რომელიც იყო საგანგებო დავალებათა VII კლასის ჩინოვნიკი.