რეგისტრირებული ფაქტები88884
სორტირება თარიღი კლებადობით
1870
ტიპი: თანამდებობა
1870-1874 წლებში მოსე იოვანეს ძე მესხი იწის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წელს ხოვლეში მარიამ იოსების ასულ მამაცაშვილის სახელობის სკოლის დამაარსებელ ახალგაზრდებს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების სურვილიც ჰქონდათ, მაგრამ მოსალოდნელ წინააღმდეგობათა გამო განზრახვა ვერ განახორციელეს და მათი კავშირი დაიშალა.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წელს ხოვლეში ქართველი ახალგაზრდების მიერ შეგროვებილი ფულით გიორგი ჯავახიშვილის მეუღლის, მარიამ იოსების ასულ მამაცაშვილის სახელობის სკოლა დაარსდა.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წელს ივანე როსტომაშვილის ბიძამ, ჩიკრომ წერილი გაუგზავნა ნავთლუღში ახლად გახსნილი საოსტატო სემინარიის მღვდელ პროკლე იოსელიანს და ივანეს სემინარიაში მიღება სთხოვა.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-1874 წლებში თბილისის საოსტატო ინსტიტუტში სწავლის დროს, ივანე როსტომაშვილი გაჩხრიკეს და ჩამოართვეს იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-1874 წლებში თბილისის საოსტატო ინსტიტუტში ივანე როსტომაშვილის სწავლის პერიოდში, სასწავლებლის უფროსი ზახაროვი ქართულ წიგნს კრძალავდა სასწავლებელში.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-1874 წლებში თბილისის საოსტატო ინსტიტუტში ივანე როსტომაშვილის სწავლის პერიოდში, სასწავლებლის უფროსი ზახაროვი სასტიკად დევნიდა ქართულ ენას.
1870
ტიპი: გარდაცვალება
1870 წელს გარდაიცვალა ანასტასია თუმანიშვილის მამა მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილი.
1870
ტიპი: თანამდებობა
1870-1874 წლებში სიმონ მარკოზის ძე მაისურაძე ქვემო კრიხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1870
ტიპი: გარდაცვალება
1870 წლის იანვარში ლაჩთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი (გრიგოლ) ტატუას ძე ჯაფარიძე გარდაიცვალა.
1870
ტიპი: თანამდებობა
1870-1896 წლებში სიმონ იოანეს ძე ჯაფარიძე ბოყვას წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

