რეგისტრირებული ფაქტები87107
სორტირება თარიღი კლებადობით
1866
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 19 მარტს პარიზში დაგეგმილი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან შეგროვებული ხელოვნების ნიმუშების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენა. მიხეილ რომანოვის დაკვეთით თბილისში დაწესდა სპეციალური კომიტეტი, რომელიც კავკასიის რეგიონში ამ გამოფენაზე გასატან ნივთებსა და ხელოვნების ნიმუშებს აგროვებდა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის პირველ აპრილს ოლღა რომანოვამ იმშობიარა და ეყოლა ვაჟი. მას ალექსანდრე დაარქვეს.
1866
ტიპი: ნასამართლეობა
1866 წლის აპრილში ალექსანდრე II-ზე თავდასხმის გამო კარაკოზოვი ჩამოახრჩვეს, ვარლამ ჩერქეზიშვილი კი 8 თვით ციხეში ჩასვეს.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 28 მარტიდან, ალექსანდრე რომანოვის ბრძანებით, საზოგადოებაზე მავნებლური ზემოქმედების გამო უნდა აეკრძალათ ჟურნალები „თანამედროვე“ და „რუსული სიტყვა“.
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წელს თბილისში, ვერაზე, ტატო გაბაშვილის სახლში იყიდებოდა ახალი, ოთხთვლიანი სამგზავრო ეტლი. ფასის შესახებ ინფორმაციის მიღება თვითონ ტატო გაბაშვილისგან იყო შესაძლებელი.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წელს თბილისში, მელიქიშვილის სტამბაში 3 შაურად იყიდებოდა მიხეილ ყიფიანისა და ვახტანგ თულაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „არითმეტიკა“.
1866
ტიპი: გარდაცვალება
1866 წლის 1-ელ მარტს ბარის მთავარანგელოზ გაბრიელის ეკლესიის მღვდელი იოვანე ვასილის ძე პეტრიაშვილი გარდაიცვალა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 18 თებერვლიდან, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, სამსახურიდან უნდა დაეთხოვათ გენერალ-მაიორი ივანიცკი. ივანიცკის სამსახურიდან წასვლის შემდეგ უნდა მიეღო მუნდირი და პენსია.
1866
ტიპი: ორგანიზაცია
1866 წლის 15 თებერვალს გადაწყდა დაარსებულიყო კომისია, რომლის წევრებსაც დაევალებოდათ ქალაქის მაცხოვრებლების რიცხვის დათვლა და მათი ქონების აღრიცხვა. კომისია დაიყო ოთხ კომიტეტად. მეორე კომიტეტის წევრები იყვნენ: ალექსანდრე ფუღინოვი, გაბრიელ შადინოვი და ნიკოლოზ მირიმანოვი. მათ უნდა შეეგროვებინათ პირადი აზნაურებისა და საპატიო მოქალაქეების სიები, რომლებსაც ქალაქში ან უძრავი ქონება ჰქონდათ, ან ვაჭრობდნენ, ან ხელოსნობდნენ.
1866
ტიპი: ორგანიზაცია
1866 წლის 15 თებერვალს გადაწყდა დაარსებულიყო კომისია, რომლის წევრებსაც დაევალებოდათ ქალაქის მაცხოვრებლების რიცხვის დათვლა და მათი ქონების აღრიცხვა. კომისია დაიყო ოთხ კომიტეტად. მესამე კომიტეტის წევრები იყვნენ: აბრამ ბაბანოვი, ტიმოთე ნაუმენკო, ივანე მადერი და პეტრე ამბარცუმოვი. მათ უნდა შეედგინათ იმ მოქალაქეების სიები, რომელსაც ქალაქში უძრავი საკუთრება ჰქონდათ.
1866
ტიპი: ორგანიზაცია
1866 წლის 15 თებერვალს გადაწყდა დაარსებულიყო კომისია, რომლის წევრებსაც დაევალებოდათ ქალაქის მაცხოვრებლების რიცხვის დათვლა და მათი ქონების აღრიცხვა. კომისია დაიყო ოთხ კომიტეტად. პირველი კომიტეტის წევრები იყვნენ: რ. ნ. ანდრონიკოვი, ე.არწუნი , ა. გ. ლისოვსკი და ი. კ. ბაგრატიონ-მუხრანსკი. მათ უნდა შეედგინათ იმ თავად-აზნაურების სიები, რომლებსაც ქალაქში ან უძრავი ქონება ჰქონდათ, ან ვაჭრობდნენ, ან ხელოსნობდნენ.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 15 თებერვალს გადაწყდა დაარსებულიყო კომისია, რომლის წევრებსაც დაევალებოდათ ქალაქის მაცხოვრებლების რიცხვის დათვლა და მათი ქონების აღრიცხვა. კომისია დაიყო ოთხ კომიტეტად. მეოთხე კომიტეტის წევრები იყვნენ: ივანე ალიბეგოვი, ივანე სტრახოვი და ივანე ტერნიკოღოსოვი. მათ უნდა შეედგინათ მკვიდრი მაცხოვრებლების სიები, რომლებსაც ქალაქში უძრავი საკუთრება არ აქვთ, მაგრამ ვაჭრობენ, ხელოსნობენ და რომელიმე საქალაქოს აძლევენ ხარჯს.
1866
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1866 წლის თებერვალში გორის მაზრის სოფელ ბრეთში დაიბადა შიო ქუჩუკაშვილი (მღვიმელი).
1866
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 19 იანვარს თელავის მაზრის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გიორგი და ივანე ბეჟანიშვილების ვენახი და სახნავ-სათესი მამული სიღნაღში, რომელიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1866
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე 1866 წლის 9 იანვარს სოფელ აწყურში დაიბადა.

