რეგისტრირებული ფაქტები82566
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1927
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის 2 მაისს გარდაიცვალა მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოს, მერვე შრომის პედაგოგიური საბჭოსა და მშრომელთა დამხმარე კომიტეტის წევრი ალექსანდრე ჭოხონელიძე.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს კ. მეგრელიძე ცენტრალური კომიტეტის სააგიტაციო-საპროპაგანდო განყოფილების გამგის მოადგილედ მუშაობდა.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს მოედინ სურმანიძე აჭარის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
1927
ტიპი: გარდაცვალება
1927 წელს გარდაიცვალა ხელოვნების კულტურული კომიტეტის თავმჯდომარე კოტე მაყაშვილი.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს მეჰმეთ შუქრი კაია ოსმალეთის მეჯლისის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლიდან 1922 წლის ივლისამდე გ. ძნელაძე საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924-1926 წლებში ვ. დარახველიძე სრულიად საკავშირო ახალგაზრდობის ლენინური კომუნისტური კავშირის ცეკას მდივანი იყო.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932 წელს სიმონ ჩიხლაძე, საქართველოს აღმშენებლობისა და სამართლის ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიკის კათედრის გამგე, პარტიიდან გარიცხეს.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932 წელს ვიაჩესლავ მიხეილის ძე მოლოტოვს საკავშირო სახკომსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
1932
ტიპი: ორგანიზაცია
1932 წლის 24 მარტის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტისა და ისტორიკოს-მარქსისტთა საზოგადოებრივი ბრიგადის წევრები იყვნენ: ბუდილოვი, ქადეიშვილი, ხეჩუმიანი, ლიუდვიგოვი, პიასეცკი.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს ბიქტორ გიორგის ძე წულუკიძე სსრ ფინანსთა სახალხო კომისრის მოადგილედ დაინიშნა. განცხადებას ხელი მოაწერეს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ფილიპე მახარაძემ და მისმა მოადგილემ, თენგიზ ჟღენტმა.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წელს ილარიონ გიორგაძის მიერ საქართველოს ჩეკაში შევსებული ანკეტის მიხედვით, იგი 16 სექტემბერს გრიბოედოვის ქუჩაზე დააპატიმრეს, 17 სექტემბერს ჩეკას თანამშრომელმა სტეპანოვმა დაკითხა, მაგრამ ბრალდება არ წაუყენეს.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს არმიის მე-2 რანგის სარდალი იაკობ ალკსნისი სსრკ-ის თავდაცვის სახალხო კომისრის მოადგილედ და საჰაერო ძალების უფროსად დაამტკიცეს.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს ფლოტის პირველი რანგის ფლაგმანი ვლადიმერ მიტროფანეს ძე ორლოვი სსრ კავშირის საზღვაო ძალების ნაწილში თავდაცვის სახალხო კომისრის მოადგილედ და მუშურ-გლეხური წითელი არმიის საზღვაო ძალების უფროსად დაინიშნა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 18 თებერვალს თბილისში, სამოვოლნი ქუჩის ბოლოს, მიქაელიანცის სახლში, საგანგებო კომისიამ აღმოაჩინა მენშევიკების არალეგალური სტამბა, სადაც იპოვეს მენშევიკების არალეგალური კონფერენციის ანგარიში, ნოე ხომერიკის, სეით დევდარიანისა და გოგიტა ფაღავას ხელნაწერები და სამი ფუთი შრიფტი.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის 22 სექტემბერს საქართველოს ჩეკაში დააკავეს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე.