საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88502

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 22 ნოემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ „სასოფლო გაზეთის“ ოცდამეჩვიდმეტე ნომერში ქართულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნებულ „დასასხნელი პირობის შედგენას“ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გერასიმე კალანდარიშვილი გაყიდდა.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 16 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის მიერ თარგმნილი ლუიჯი მერკანტინის ლექსი „საპრელი მამკალი ქალი“.

1868

ტიპი: გარდაცვალება

1868 წლის 10 ნოემბერს გო­მის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი ქრისტეფორე გავაშელიშვილი გარდაიცვალა.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის მიერ თარგმნილი ნიკოლოზ ნეკრასოვის ლექსი „კარგი ზნის კაცი“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა VI – X ნაწილები გიორგი წერეთლის მოთხრობისა „გვრიტია“.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 1-ელ ნოემბერს თბილისში, სოლოლაკისა და კუკიის უბნებში, ლიდია ლავრენკოსა და ელენა ჯაბადარის თაოსნობით ორი საყმაწვილო ბაღი გაიხსნა.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 1-ელ ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ერისთავის ლექსი „ფრთხილათ!“

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 1-ელ ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გრიგოლ თარხან-მოურავის წერილი სასწავლებლებში „შრომის დაყოფილობის“, ანუ დარგობრივი სწავლების აუცილებლობის შესახებ.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეოთხე ნაწილი გიორგი წერეთლის მოთხრობისა „გვრიტია“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 11 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე და მესამე ნაწილები გიორგი წერეთლის მოთხრობისა „გვრიტია“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 4 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი გიორგი წერეთლის მოთხრობისა „გვრიტია“.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 1-ელ ოქტომბერს თბილისში სტუმრად ჩამოვიდა დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი.

1868

ტიპი: გარდაცვალება

1968 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა ქრისტინა გვაჯავა.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 27 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ ვასილ გამრეკელის წერილში „რამდენიმე სიტყვა გარდაცვალებულს დეკანოზ მიხეილ გურგენიძეზე“ საუბარია, რამდენად დიდი დანაკლისია დეკანოზის გარდაცვალება მოსკოვში მცხოვრები ქართველი სტუდენტებისათვის.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 20 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი და მეორე სცენა ალექსანდრე გამრეკელის პიესისა „მაგდანას გათხოვება“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 20 სექტემბერს ფსევდონიმით „ლაზ. მეხის-შვილი“ გაზეთ „დროებაში“ გამოყვეყნდა სერგეი მესხის ლექსი „მაშო“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 13 სექტემბერს გაზეთი „დროება“ იუწყება, რომ მესამედ გამოიცა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 13 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი გიორგი წერეთლის წერილისა „ერთი თვალის გადავლება“ იმერეთში მოგზაურობის შესახებ.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 13 სექტემბერს გაზეთი „დროება“ იუწყება, რომ ინჟინერი შავროვი უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდა და ფოთის პორტის დროებით შეჩერებული მშენებლობა განახლდა.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 10 სექტემბერს თელავის მაზრის სამმართველოს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად იოსებ ჩოლოყაევ-დასანდიეროვის სახნავი მიწის ნაკვეთი თელავში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 6 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი გიორგი წერეთლის წერილისა „ერთი თვალის გადავლება“, რომელშიც მოთხრობილია იმერეთში მოგზაურობის ამბები.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 3 სექტემბერს თბილისის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ძმების, მიხეილ, დავით და იოსებ სვიმონის ძე ხიმშიაშვილების კუთვნილი 48 თუმნად შეფასებული სარდაფიანი დუქანი ეზოთი თბილისის პირველ კვარტალში.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 30 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ერისთავის ლექსები „ეხლანდელი ჭირი“ და „დროს კაცი“.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 10 აგვისტოს თელავის მაზრის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ირაკლი ნადიროვის ვენახი.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 26 აგვისტოს თელავის მაზრის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ბაღდასარ მამუდოვის ხის სახლი და 40 მანეთად შეფასებული ეზო.