რეგისტრირებული ფაქტები88530
სორტირება თარიღი კლებადობით
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 10 აგვისტოს თელავის მაზრის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ირაკლი ნადიროვის ვენახი.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 26 აგვისტოს თელავის მაზრის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ბაღდასარ მამუდოვის ხის სახლი და 40 მანეთად შეფასებული ეზო.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 23 აგვისტოს ამიერკავკასიის სამმართველოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გარდაცვლილი თავადის, ალექსანდრე ციციშვილის ობლის, ნინო ციციშვილის სახლი თბილისში. სახლი იყიდებოდა იმის გამო, რომ ობლის მეურვეს გარდაცვლილი თავადის ქვრივისთვის, ბარბარე ციციშვილისთვის, არ გადაუხდია 1865 წელს ნასესხები თანხა, 5000 მანეთი.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 10 აგვისტოს თბილისის სასამართლოს სამოქალაქო განყოფილებაში ჩაინიშნა სახელმწიფო ქონებათა სამმართველოსა და მოქალაქე ნაზარ ნაზარბეგოვს შორის სოღანლუღში ბაღის გამიჯვნის თაობაზე წარმოქმნილი დავის განხილვა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 10 აგვისტოს თბილისის სასამართლოს სამოქალაქო განყოფილებაში დაინიშნა დავით სააზოვსა და ნიკოლოზ თამამშოვს შორის საგაბაშვილოს მამულში მდინარისპირა მიწის გამიჯვნის თაობაზე წარმოქმნილი დავის განხილვა.
1868
ტიპი: ნასამართლეობა
1868 წლის 9 აგვისტოს თბილისის სამაზრო სასამართლოში დაინიშნა მოქალაქე ელისაბედ ფავლენოვას სარჩელის განხილვა, რომელიც მოქალაქე ანდრია გაბაშვილისგან გირავნობის ქირის გადახდას ითხოვდა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 9 აგვისტოს თბილისის სამაზრო სასამართლოში დაინიშნა მოქალაქე ოვაქიმ ტერ-ყაზაროვის სარჩელის განხილვა, რომელიც მოქალაქე მეხტი ბეგ-აღა-უსეინ-ოღლის ედავებოდა თანხას 400 მანეთის ოდენობით.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 9 აგვისტოს თბილისის სამაზრო სასამართლოში დაინიშნა გიორგი თარხან-მოურავის შვილის სარჩელის განხილვა, რომელიც მოქალაქე ფორუმ ფიროვისგან დუქნის ქირის, 360 მანეთის გადახდას ითხოვდა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 9 აგვისტოს თბილისის სამაზრო სასამართლოში დაინიშნა სოლომონ ციციანოვის სარჩელის განხილვა, რომელიც იოსებ ჯავახოვს ედავებოდა თანხას 400 მანეთის ოდენობით.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 9 აგვისტოს თბილისის სამაზრო სასამართლოში დაინიშნა ნაპოლეონ ამატუნის სარჩელის განხილვა, რომელიც მოქალაქე ასლან სუსანოვისგან ვექსილით დამოწმებული თანხის, 150 მანეთის გადახდას ითხოვდა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 5 აგვისტოს თბილისის სასამართლო პალატის სამსჯავრო განყოფილებაში დაინიშნა სააპელაციო საქმის განხილვა ელიზავეტოპოლის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად მოქალაქე სეიდ მამედ ჰაჯი-ქერიმ-ოღლის ბრალად ედებოდა შუშის მცხოვრების, არუთინა ვასკანოვის დაკვეთილი მკლველობის დაფინანსება.
1868
ტიპი: ნასამართლეობა
1868 წლის 24 ივლისს თბილისის სამსჯავროში დანიშნული იყო მძარცველობის ბრალდებით დაკავებული პირების – ნიკოლოზ ბელოვის, სერგეი გრემელოვის, არტემ ხალათოვის, არტემ პეტრუსოვისა და შერმაზან ბედიაშვილის – საქმეების მოსმენა.

