საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91888

1877

ტიპი: გარდაცვალება

1877 წელს ზაქარია დედაბრიშვილი წილკანში გარდაიცვალა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს შიო არაგვისპირელს ისეთი მასწავლებლები შეხვდა თბილისში ვასილ ბარნოვისა და მოსე ჯანაშვილის სახით, ვინც სწავლა შეაყვარა და მას არასდროს წაუბორძიკია სწავლაში ამის შემდეგ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ შიო არაგვისპირელი ძმასთან ერთად გამოიპარა დუშეთიდან, სადაც მამიდაშვილი სასტიკ პირობებში ამყოფებდა მათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლამდე დუშეთის სასწავლებელში მიბარებული შიო არაგვისპირელი ძმასთან ერთად მამიდაშვილის, ხაზინის ბუღალტრის, სახლში ცხოვრობდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ დუშეთიდან ქაისხევში ძმასთან ერთად დაბრუნებულ შიო არაგვისპირელს მთელი ოჯახი დიდი სიხარულით შეეგება.

1877

ტიპი: ღონისძიება

შიო არაგვისპირელს მამიდაშვილი, ვისთანაც იგი ძმასთან ერთად 1877 წლამდე ცხოვრობდა დუშეთში, ხშირად მშიერ-მწყურვალს ამყოფებდა მათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

თედო სახოკია მარტვილის სასწავლებელში ქართულის მასწავლებელ პოლიევქტო კვიცარიძეს, რომელიც მას 1877-1884 წლებში ასწავლიდა, ახასიათებდა, როგორც უებრო პედაგოგს, ვინც მოსწავლეებს შეაყვარა სწავლის საგანიც და თავისი თავიც.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში მარტვილის სასწავლებელში, თედო სახოკიას პედაგოგი ნათაძე ასწავლიდა.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877-1884 წლებში ნათაძე იყო მარტვილის სკოლის მასწავლებელი.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში მარტვილის სასწავლებელში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში მასწავლებელი, ნათაძე, დაფაზე წერდა რამდენიმე ფრაზას და მოსწავლეები ამ ფრაზებს იქიდან იწერდნენ რვეულებში.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წელს თამამშევის ქარვასლაში არტემ ქამალოვმა რესტორანი „ტილიპუჭურა“ გახსნა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877-1878 წლებში ვასილ გაბაშვილი რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდა, სადაც იგი ასეულს მეთაურობდა.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წელს ვასილ გაბაშვილს პორუჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ვასილ გაბაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს აბელ მაყაშვილმა ელიზავეტგრადის სამხედრო პროგიმნაზია დაასრულა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877-1878 წლებში დიმიტრი თოფურია რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს დიმიტრი თოფურიამ დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 28 დეკემბერს ცენზურამ ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ნათარგმნი შექსპირის „მეფე ლირის“ წიგნად გამოცემის ნებართვა გასცა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის ნოემბერში მარი ბროსემ „კაცია-ადამიანი?!“ თარგმნა ფრანგულად.

1876

ტიპი: გარდაცვალება

1876 წლის ნოემბერში ბოს­ტა­ნას მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა და ჩორ­ჯოს წმ. სა­მე­ბის ეკლესიების მღვდელი თედორე მათეს ძე კაციტაძე გარდაიცვალა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის ნოემბერში თედო სახოკიამ მამას პირველად გაუგზავნა წერილი ქართულ ენაზე.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის ნოემბერში მარტვილიდან ქართულად მიწერილ წერილში თედო სახოკია სწავლაში თავისი წარმატებების შესახებ ატყობინებდა მამას და ასევე სამი აბაზის გამოგზავნას სთხოვდა.

1876

ტიპი: გარდაცვალება

1876 წლის 20 ოქტომბერს ღვარდიას (ზედა) მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი ეგნატე ლაზარეს ძე ვაწაძე გარდაიცვალა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წლის 3 ოქტომბერს პერევისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი გიორგის ძე დევიძე გარდაიცვალა.