საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87112

1854

ტიპი: გარდაცვალება

1854 წლის 3 ივნისს კონდოლთან ლეკებთან შეტაკების დროს გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძის უფროსი ძმა კონსტანტინე.

1854

ტიპი: გარდაცვალება

1854 წლის 27 მაისს გურიაში რუსთა ჯართან გამართულ ბრძოლაში დაიღუპა ქობულეთის ჰასან-ფაშა.

1854

ტიპი: ღონისძიება

1854 წლის 27 მაისს პოდპოლკოვნიკი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი, რომელიც თავისი რაზმით გამაგრებული იყო ნიგოითის მაღლობზე, თურქებს შეებრძოლა და გააქცია ისინი.

1854

ტიპი: ღონისძიება

1854 წლის მაისში პოდპოლკოვნიკი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი თავისი რაზმით გამაგრებული იყო გურიაში, ნიგოითის მაღლობზე.

1854

ტიპი: ავტორობა

1854 წლის 11 აპრილს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მანიფესტი, რომელიც ეხებოდა ინგლისისა და საფრანგეთის მიერ რუსეთისათვის ომის გამოცხადებას.

1854

ტიპი: გარდაცვალება

1854 წლის 24 მარტს ჯვა­რი­სის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი პეტრე გიორგის ძე ბოჭორიშვილი გარდაიცვალა.

1854

ტიპი: გარდაცვალება

1854 წლის 10 მარტს სოფ. ბზვანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოვანე სიმონის (ბერის) ძე ტყეშელაშვილი გარდაიცვალა.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854 წლის მარტში შვებულებაში დროებით გასული მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის ნაცვლად კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობაზე დაინიშნა კავალერიის გენერალი ნიკოლოზ ანდრიას ძე რეადი.

1854

ტიპი: ავტორობა

1854 წლის პირველ მარტს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი განკარგულება სამთავრობო სენატისადმი. განკარგულება ეხებოდა კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის გადაყენებას დაკავებული თანამდებობიდან.

1854

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1854 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი დაიბადა.

1854

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივანე მაჩაბელი 1854 წლის 27 იანვარს თამარშენში დაიბადა.

1854

ტიპი: ღონისძიება

1854 წლის 21 იანვარს კონსტანტინე ჭავჭავაძემ ცოლად შეირთო რუსი თავადის, გრიგოლ კუკოლევსკის ქალიშვილი ბარბარე.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854 წელს ქობულეთის მმართველი იყო ჰასან-ფაშა.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854 წელს მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვი იყო კავკასიის მეფისნაცვალი და ნოვოროსიისკისა და ბესარაბიის გუბერნატორი.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854 წელს გენერალი ნიკოლოზ ანდრიას ძე რეადი იყო ამიერ და იმიერ კავკასიის სამოქალაქო ნაწილის ხელმძღვანელი.

1854

ტიპი: ღონისძიება

1854 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვმა მოითხოვა მისი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება და შვებულებით საზღვარგარეთ გაშვება.

1854

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1854 წელს ილია ჭავჭავაძის ოჯახი ყვარლიდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854-55 წლებში არსენ ეგნატეს ძე გოგორიშვილი სოფ. ამაღლების მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854 წელს იოვანე წივწივაძე სოფ. ახალბედისეულის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1854

ტიპი: გარდაცვალება

1854 წელს სოფ. ბაშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ეგნატე ნიკოლოზის ძე ცქიტიშვილი გარდაიცვალა.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854-1855 წლებში იოსებ გრიგოლის ძე ნანუკაშვილი ონის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854-60 წლებში იოვანე დავითის ძე დოღონაძე გელათის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი იყო.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854 წელს ონოფრე სვიმონის ძე ნადირაძე სოფ. დვალიშვილების წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854-55 წლებში გიორგი სიმონის ძე ჩაჩუა სოფ. გომის მაცხოვრის მირქმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854-1869 წლებში იოსებ მამუკას ძე საბანაძე ქვე­დის ღვთის­მშობ­ლის ეკლესიის მღვდელი იყო.