რეგისტრირებული ფაქტები88531
სორტირება თარიღი კლებადობით
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 26 მარტს თბილისში, მუშთაიდის ბაღში მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ სადილზე სადღეგრძელო წარმოსთქვა ერეკლე გრუზინსკიმ.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 25 მარტს ალექსანდრე ბარიატინსკის ბრძანებით, თბილისში ვორონცოვის ძეგლი უნდა დაედგათ. თარიღი შემთხვევით არ შერჩეულა. 1845 წლის 25 მარტს ესტუმრა მიხეილ ვორონცოვი თბილისს.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 25 მარტს თბილისში აკურთხეს გენერალ-ფელდმარშალ მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის ძეგლი, რომელსაც დაესწრო დიდი მთავრინა, ოლღა თეოდორეს ასული რომანოვა შვილებითურთ.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 24 მარტს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის ნებართვით თბილისში შესაძლებელი გახდა რუსული დრამატული დასის ჩამოყალიბება.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აპრილს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ანდრია კარეევის მამული თბილისში, სოლოლაკის უბანში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 19 მარტს პარიზში დაგეგმილი იყო ხელოვნების ნიმუშების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენა, რომელშიც კავკასიის რეგიონიც მიიღებდა მონაწილეობას. თბილისში დაარსდა სპეციალური კომიტეტი, რომელიც კავკასიის რეგიონიდან გასატან ნივთებს აგროვებდა. კომიტეტს ჰყავდა კორესპოდენტები, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონზე ჰქონდათ პასუხისმგებლობა აღებული და კომიტეტის ხარჯით თბილისში გზავნიდნენ ნივთებს. ქუთაისის კორესპოდენტი იყო გიორგი ღოღობერიძე.
1867
ტიპი: გარდაცვალება
1867 წლის 19 მარტს სოფ. გედსამანიის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იოსებ ჩადუნელი გარდაიცვალა.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 16 მარტს თბილისის გუბერნიის სამმართველოს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გლეხ იაკობ ლაზაროვის მამული სოფელ ანანურში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 10 მარტს გაზეთი „დროება“ იუწყება, რომ ჟურნალ „სომხის ქვეყნის“ რედაქციამ აღმოაჩინა და ფოტოგრაფიულად გაამრავლა სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის, გევორქის IV-ის პორტრეტი, რომელიც ათ შაურად იყიდებოდა ენფიანჯიანცის წიგნის მაღაზიაში.
1867
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1867 წლის 9 მარტს ყარაიაზში სარწყავი არხის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო გრაფმა ვლადიმერ ლევაშოვმა.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 6 მარტს თელავის მაზრის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო აზნაურ აღალო პეტრეს ძე ონიკაშვილის ვენახი სოფელ კურდღელაურში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 6 მარტს თელავის მაზრის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო აზნაურ სოლომონ დავითის ძე რუსიშვილ-ყორჩიბაშიშვილის ორსართულიანი სახლი სოფელ კურდღელაურში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 5 მარტს გამოსული რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულების საფუძველზე კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა გასცა ბრძანება ქალაქ თბილისის ხელოსანთა ამქრების კავკასიის მეფისნაცვლის მმართველობის ქვეშ გადასვლის შესახებ.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულება მთელ იმპერიაში გლეხების გათავისუფლების შესახებ.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 10 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ცნობა ნავთლუღში დაარსებული ახალი სასწავლებლის შესახებ, რომლის გახსნასაც დაესწრო კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 10 თებერვალს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ კავკასიის ყოფილი მეფისნაცვლის მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის ქვრივს ელისაბედ ვორონცოვას გაუგზავნა გარდაცვლილი მეუღლის ბრინჯაოს ბუისტი, რომელიც მისივე სახელობის ხიდზე უნდა დადგმულიყო.

