საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87112

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ილიასეული სახლის შესახებ. ხსენებული სახლი დაქირავებული აქვს ზ. დავითაშვილს, რომელიც იხდის ქირას თვეში 60 მანეთს, თვითონ კი, როგორც ამ სახლის გამგემ ირ. რამიშვილმა განაცხადა, ღებულობს 200 მანეთს. გამგეობამ გადაწყვიტა, წინადადება მიეცეს ზ. დავითაშვილს, სახლის გამგე რამიშვილის საშუალებით დაცალოს სახლი ერთი თვის განმავლობაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვლადიმერ ლავრენტის ძე ნემსიწვერიძე 1917 წელს დაარსებული თერჯოლის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ფიზიკური კულტურის პედაგოგად მუშაობდა.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ქრისტინე შარაშიძემ ელენე ტუსენ-შარაშიძეს თბილისიდან საფრანგეთში გაუგზავნა წერილი და შეატყობინა, რომ დავით შარაშიძის გარდაცვალებას დედას არ უმხელდნენ, ასევე სთხოვა მოეწერა დავითის ავადმყოფობის ისტორია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სიმონ დავითის ძე სალაძე 1917 წელს დაარსებული თერჯოლის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხატვის და ხაზვის პედაგოგად მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს „დედაენა“ I ნაწილის გასწორების საკითხი. გამგეობამ გადაწყვიტა, დაებეჭდა „დედაენა“ I ნაწილი შესწორებით. შესწორების ვადად 2 თვე განისაზღვრა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება მასწავლებელ სიმონ გრიაზნოვის პენსიის შესახებ.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ქრისტინე შარაშიძემ ელენე შარაშიძისთვის თბილისიდან საფრანგეთში გასაგზავნი წერილი დაწერა, რომელშიც წერდა, რომ დავითის გარდაცვალების ამბავს დედას (ნინო ქიქოძეს) არ ეუბნებოდნენ და თვითონ კი ძმა ბოლოს 14 წლის წინ ნახა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული დულა დავითის ძე სალაძე თერჯოლის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი იყო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოდანახეს სკოლის მასწავლებელ ერასტი როდონაიას უწყება, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდის ერობა საზოგადოების სკოლის თავის გამგეობაში მიღებას დათანხმდა და ამისთვის პასუხის დეპეშით დაბრუნება ითხოვა. სკოლაში 45 მოსწავლე იყო: I განყოფილებაში – 20, II-ში – 10 და III-ში – 15. გამგეობა წინადადებას დაეთანხმა.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ელენე შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში ქრისტინე შარაშიძეს დეპეშით დავით შარაშიძის გარდაცვალება შეატყობინა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული კონდრატი დავითის ძე გოგიაშვილი 1917 წელს დაარსებული თერჯოლის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება თბილისის ვაჟთა I გიმნაზიის მამულის იჯარით გადაცემის შესახებ ზედ ორსართულიანი შენობის ასაგებად. დასკვნისთვის გადასცეს სახელმწიფო კონტროლიორს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული სილოვან დარისპანის ძე წაქაძე 1917 წელს დაარსებული თერჯოლის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს აკაკი ბესარიონის ძე გველესიანი 1917 წელს დაარსებული თერჯოლის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე და გალობის მასწავლებელი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ელენე შევარდენაძის თხოვნა, მიეცეს ერთი ცალი „ვეფხისტყაოსანი“, ქართველიშვილის გამოცემა. გამგეობის ცნობით, მხოლოდ 30 ცალიღა იყო დარჩენილი ეს წიგნი, ამიტომ უარი ეთქვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მგოსან ნინო ორბელიანის დაკრძალვის საკითხი. ის გარდაიცვალა 11 მარტს. ჭირისუფლები არ გამოუჩნდნენ. ქალთა წრის გამგეობამ ქშწკ-ის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წინადადებით მიმართა, ეკისრა განსვენებულის დაკრძალვა ქართველ მოღვაწეთა პანთეონში და საჭირო ხარჯიც გაეღო. გამგეობამ 500 მანეთი გამოყო, მაგრამ პანთეონში დაკრძალვაზე უარი თქვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბერს მესამე ვაჟთა გიმნაზიამ აღძრა შუამდგომლობა სამეურნეო კომიტეტის წევრ ამბარცუმიანის 200 მანეთით დაჯილდოების შესახებ, რაზეც განათლების სამინისტრომ უარი უთხრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ვ. წულაძე, ი. ვართაგავა, ლ. ბოცვაძე, ს. იაშვილი, შ. დედაბრიშვილი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 ნოემბერს თბილისის მესამე გიმნაზიის დირექციამ განათლების სამინისტროს მიმართა, რომ არდადეგების შემდეგ სამსახურში გამოუცხადებლობის გამო ისტორიის მასწავლებელი ვასილ ჩიტაიანი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლ. შენგელაიას წინადადება, შეეძინა საზოგადოებას მისგან „ტარიელ გოლუა“ 500 ცალი, ცალი 3 მანეთად. გამგეობამ დაადგინა, შეეძინათ მისაგან 500 ცალი „ტარიელ გოლუა“, ცალი 3 მანეთად და გაეყიდათ 5 მანეთად ცალი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 ნოემბერს თბილისის მესამე გიმნაზიის დირექციამ განათლების სამინისტროს რუსული ენის მასწავლებელის სერგეი კუდრიავცევის სასწავლებელში გამოუცხადებლობის გამო მისი სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კასრაძის თხოვნა, მიეცათ მისთვის მას 1 ცალი „ვეფხისტყაოსანი“, ქართველიშვილის გამოცემა. გამგეობამ დააკმაყოფილა მისი თხოვნა, მიეღო „ვეფხისტყაოსანი“ დაწესებულ ფასად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზაქარია ჭიჭინაძის განცხადება წერილობით, რომ მას აძლევენ წიგნებში ნომინალურ ფასს %-ბ დაუკლებლათ, ამიტომ იგი თანახმა არ არის დაუკლოს საზოგადოებას 50%. იგი მაინც უკლებს ნომინალური ფასსზე 20%, თუ საზოგადოების გამგეობა შეიძენს მისგან წიგნებს. გამგეობამ წინადადება მისცა ზ. ჭიჭინაძეს წარმოადგინოს წიგნების სია ნომინალი ფასების აღნიშვნით და აგრეთვე რაოდენობის აღნიშვნითაც.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 ნოემბერს თბილისის მესამე გიმნაზიის დირექციამ განათლების სამინისტროს მიმართა, რომ რუსული ენის მასწავლებელი ნიკოლოზ გლაგოლევი გიმნაზიის მასწავლებლების სიიდან ამოერიცხა არდადეგების შემდეგ გამოუცხადებლობის გამო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის დადგენილება „დედა ენის“ I ნაწილის გასწორების შესახებ. საკითხის განსახილველად 12 მარტს, საღამოს 5 საათზე, საზოგადოების ბინაზე მოიწვიეს გამოცდილი პედაგოგები: ივანე გომელაური, პორფირე წირქვაძე, მეთოდე კაკაბაძე, ანნა ახალშენიშვილისა, თამარ ყაზახაშვილი, სავლე აბულაძე, ონ. თაბუკაშვილი, ტერეზია ხმიადაშვილი, ანა არდაზიანი.