რეგისტრირებული ფაქტები89240
სორტირება თარიღი კლებადობით
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 24 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს უნდა განეხილა სახელმწიფო მრჩევლის გრიგოლ აივაზოვის ვექილის, ივანე მიზანდაროვის სარჩელი ივანე და ალექსანდრე ბაგრატიონ მუხრან-ბატონების წინააღმდეგ.
1868
ტიპი: ნასამართლეობა
1868 წლის 17 მაისს თბილისის ოლქის სასამართლოში დაინიშნა მოქალაქე ეგნატე ტუზოვის სარჩელის განხილვა, რომელიც მოქალაქე გალუსტ შაუმოვს ედავებოდა თანხას 152 მანეთის ოდენობით.
1868
ტიპი: ნასამართლეობა
1868 წლის 17 მაისს თბილისის ოლქის სასამართლოში დაინიშნა ივანე შადუნოვის სარჩელის განხილვა, რომელიც ნატალია არშაკუნისა და მარია დოვლათოვასგან ვალის დაბრუნებას მოითხოვდა.
1868
ტიპი: ნასამართლეობა
1868 წლის 17 მაისს თბილისის ოლქის სასამართლოში დაინიშნა თავად ყარამან არღუთინსკი-დოლგორუკოვის სარჩელის განხილვა, რომელიც გენერალ-მაიორ მაკარ ორბელიანისგან ვალის დაბრუნებას ითხოვდა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 10 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს სამოქალაქო განყოფილებაში დანიშნული იყო სოფიო კირიაკოვას სარჩელის განხილვა ზაქარია ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც მომჩივანი ვალის, 2400 მანეთის გადაუხდელობას ედავებოდა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 10 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს სამოქალაქო განყოფილებაში დანიშნული იყო ბასილ ზარიძის სარჩელის განხილვა ნიკოლოზ ორბელიანის წინააღმდეგ, რომელსაც მომჩივანი ვალის, 4942 მანეთისა და 95 კაპიკის გადაუხდელობას ედავებოდა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 10 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს სამოქალაქო განყოფილებაში დანიშნული იყო ალექსანდრე ანანოვისა და მიხაილ გულულოვის სარჩელის განხილვა გენერალ-მაიორ იერემია არწრუნის წინააღმდეგ, რომელსაც მომჩივანები ვალის, 2286 მანეთის გადაუხდელობას ედავებოდნენ.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 10 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს სამოქალაქო განყოფილებაში დანიშნული იყო მნაცაკან ტერ-ოგანეზოვის ვექილის, თეოდორე სემიონოვის სარჩელის განხილვა თბილისის მაზრის სასამართლოს მოპასუხე ვექილის, აგასი არზუმანოვის წინააღმდეგ.
1868
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1868 წლის 13 აპრილს ქუთაისში დაიბადა მწერალი სიმონ ალექსის ძე ქვარიანი.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 11 აპრილს ზუგდიდის სასწავლებლის ბიბლიოთეკის მხარდასაჭერად მოყვარულ მსახიობთა დასმა ქართულ ენაზე წარმოადგინა მოლიერის პიესა „ძალათ ექიმი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატალია ვახრამოვი, ნინა დერაზმორდუკისა და მარიამ ფურცელაძე.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 10 აპრილს თბილისის სასამართლო პალატაში დაინიშნა მიკირტიჩ და სფირიდონ ასან-ჯალალოვების სარჩელის განხილვა სოფელ ხაჩინ-დაღეში მდებარე მამულის გამიჯვნასთან დაკავშირებით.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 10 აპრილს თბილისის სასამართლო პალატაში დაინიშნა ზაქარია ბარათაშვილის სარჩელის განხილვა სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე სადავო მამულის თაობაზე.

