რეგისტრირებული ფაქტები88543
სორტირება თარიღი კლებადობით
1866
ტიპი: განათლება
1866 წელს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში 10 ადგილი გამოთავისუფლდა ახალი მოსწავლეებისთვის. გიმნაზიაში სწავლის დაწყება შეეძლოთ 9-15 წლის ბიჭებს, თუმცა აუცილებელი იყო გამოცდის ჩაბარება. გამოცდის ჩასაბარებლად გიმნაზიის დირექციამ ზაქარია არჯევანიძე, ევგენი ლისოვსკი და იოჰან ბლუმბერგი დაიბარა.
1866
ტიპი: გარდაცვალება
1866 წლის 21 ივლისს სოფელ სოუქსუში აფხაზების მიერ მოწყობილი აჯანყების დროს მოკლულ იქნა ჩინოვნიკი ჩერეპოვი.
1866
ტიპი: გარდაცვალება
1866 წლის 21 ივლისს სოფელ სოუქსუში აფხაზების მიერ მოწყობილი აჯანყების შედეგად მოკლულ იქნა სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პოლკოვნიკი კანიარი.
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წლის 3 სექტემბრისთვის თბილისის გუბერნიის სამმართველოში იყიდებოდა მამული, რომელიც გარდაცვალებამდე ეკუთვნოდა მურად მურადოვს.
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წლის ივლისში, ვალების გადაუხდელობის გამო, იყიდებოდა თბილისის მოქალაქის, სოლომონ ხარაზოვის სახლი.
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წლის ივლისში, გორის სასამართლოში იყიდებოდა უძრავი ქონება, რომელიც ეკუთვნოდათ მართა მაჩაბელსა და ანა მამაცოვას.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 1-ლი ივლისიდან, მიხეილ რომანოვის ნებართვით, ერევნის და ქუთაისის სავალ გზებზე საფოსტო ეკიპაჟმა დაიწყო სიარული.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის პირველი ივლისიდან მიხეილ რომანოვის ნებართვით საფოსტო ეკიპაჟებს უნდა ევლოთ თბილისიდან ქუთაისში, ერევანში, ნახიჩევანში და ჯუფში.
1866
ტიპი: გარდაცვალება
1866 წლის 8 ივნისს ხვანჭკარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოანე თადეოზის ძე სურგულაძე გარდაიცვალა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 5 ივნისს მიხეილ რომანოვის ბრძანებით წურინოვი დანიშნეს სიღნაღში „კოლლეჟსკი ასესორად“. იქამდე წურინოვი გორში ექიმად მუშაობდა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 5 ივნისს მიხეილ რომანოვის ბრძანებით სიღნაღელი ექიმი სააკოვი გორში მრჩეველად დანიშნეს.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 5 ივნისს მიხეილ რომანოვის ბრძანებით სამოქალაქო უწყების მედიცინის ნაწილის სამმართველოში აღადგინეს მედიცინის დოქტორი ანტონ კასტელანო.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 5 ივნისიდან მიხეილ რომანოვის ნებართვით მთელი ზაფხულის განმავლობაში თბილისიდან ბორჯომამდე საფოსტო ომნიბუსები ივლიდნენ.
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წლის 3 ივნისს ამიერკავკასიის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებაში აუქციონზე იყიდებოდა „ნადვორნი სოვეტნიკის“ გრიგოლ იზმიროვის სახლი. გრიგოლმა თავის დროზე არ გადაიხადა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი, შესაბამისად, ვერ შეძლო ქონების შენარჩუნება.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 2 ივნისს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება იმ წლის პირველი სექტემბრიდან ქალაქ თბილისში იუნკერთა სასაწავლებლის გახსნის შესახებ.

