რეგისტრირებული ფაქტები88573
სორტირება თარიღი კლებადობით
1866
ტიპი: ორგანიზაცია
1866 წლის 15 თებერვალს გადაწყდა დაარსებულიყო კომისია, რომლის წევრებსაც დაევალებოდათ ქალაქის მაცხოვრებლების რიცხვის დათვლა და მათი ქონების აღრიცხვა. კომისია დაიყო ოთხ კომიტეტად. მეორე კომიტეტის წევრები იყვნენ: ალექსანდრე ფუღინოვი, გაბრიელ შადინოვი და ნიკოლოზ მირიმანოვი. მათ უნდა შეეგროვებინათ პირადი აზნაურებისა და საპატიო მოქალაქეების სიები, რომლებსაც ქალაქში ან უძრავი ქონება ჰქონდათ, ან ვაჭრობდნენ, ან ხელოსნობდნენ.
1866
ტიპი: ორგანიზაცია
1866 წლის 15 თებერვალს გადაწყდა დაარსებულიყო კომისია, რომლის წევრებსაც დაევალებოდათ ქალაქის მაცხოვრებლების რიცხვის დათვლა და მათი ქონების აღრიცხვა. კომისია დაიყო ოთხ კომიტეტად. მესამე კომიტეტის წევრები იყვნენ: აბრამ ბაბანოვი, ტიმოთე ნაუმენკო, ივანე მადერი და პეტრე ამბარცუმოვი. მათ უნდა შეედგინათ იმ მოქალაქეების სიები, რომელსაც ქალაქში უძრავი საკუთრება ჰქონდათ.
1866
ტიპი: ორგანიზაცია
1866 წლის 15 თებერვალს გადაწყდა დაარსებულიყო კომისია, რომლის წევრებსაც დაევალებოდათ ქალაქის მაცხოვრებლების რიცხვის დათვლა და მათი ქონების აღრიცხვა. კომისია დაიყო ოთხ კომიტეტად. პირველი კომიტეტის წევრები იყვნენ: რ. ნ. ანდრონიკოვი, ე.არწუნი , ა. გ. ლისოვსკი და ი. კ. ბაგრატიონ-მუხრანსკი. მათ უნდა შეედგინათ იმ თავად-აზნაურების სიები, რომლებსაც ქალაქში ან უძრავი ქონება ჰქონდათ, ან ვაჭრობდნენ, ან ხელოსნობდნენ.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 15 თებერვალს გადაწყდა დაარსებულიყო კომისია, რომლის წევრებსაც დაევალებოდათ ქალაქის მაცხოვრებლების რიცხვის დათვლა და მათი ქონების აღრიცხვა. კომისია დაიყო ოთხ კომიტეტად. მეოთხე კომიტეტის წევრები იყვნენ: ივანე ალიბეგოვი, ივანე სტრახოვი და ივანე ტერნიკოღოსოვი. მათ უნდა შეედგინათ მკვიდრი მაცხოვრებლების სიები, რომლებსაც ქალაქში უძრავი საკუთრება არ აქვთ, მაგრამ ვაჭრობენ, ხელოსნობენ და რომელიმე საქალაქოს აძლევენ ხარჯს.
1866
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1866 წლის თებერვალში გორის მაზრის სოფელ ბრეთში დაიბადა შიო ქუჩუკაშვილი (მღვიმელი).
1866
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 19 იანვარს თელავის მაზრის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გიორგი და ივანე ბეჟანიშვილების ვენახი და სახნავ-სათესი მამული სიღნაღში, რომელიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1866
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე 1866 წლის 9 იანვარს სოფელ აწყურში დაიბადა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 5 იანვრიდან (კავკასიის მეფისნაცვალის მთავარ სამმართველოში გაცემული ბრძანებით) ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი იზუმსკი უნდა დაენიშნათ სამეგრელოს დროებითი კომისიის წარმომადგენლად. ამ კომისიას ევალებოდა სამეგრელოს, სვანეთისა და სამურზაყანოს თავადაზნაურთა გვარების შესახებ ცნობების შედგენა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 5 იანვრიდან (კავკასიის მეფისნაცვალის მთავარ სამმართველოში გაცემული ბრძანებით) საგუბერნიო მდივანი ჩარექიშვილი უნდა დაენიშნათ სამეგრელოს დროებითი კომისიის პირველ მდივნად. კომისიას ევალებოდა ცნობების შედგენა სამეგრელოს, სვანეთისა და სამურზაყანოს თავად-აზნაურთა გვარების შესახებ.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 5 იანვრიდან კავკასიის მეფისნაცვალის მთავარ სამმართველოში გაცემული ბრძანების მიხედვით, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის მუშაკი ჭოღოშვილი მთარგმნელად უნდა დაენიშნათ სამეგრელოს დროებითი კომისიაში. ამ კომისიას ევალებოდა სამეგრელოს, სვანეთისა და სამურზაყანოს თავადაზნაურთა გვარების შესახებ ცნობების შედგენა.
1866
ტიპი: განათლება
1866 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ რომანოვის ნებით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების საშუალება სხვა კავკასიელებთან ერთად მიეცათ ქართველ სტუდენტებსაც, მათ შორის ქუთაისის გიმნაზიის კურდამთავრებულებს – ბესარიონ ჭიჭინაძეს, ვასილ სემიბრატოვსა და კონსტანტინე ივანოვს.
1866
ტიპი: განათლება
1866 წელს მიხეილ რომანოვმა განაცხადა, რომ 1866-1867 წლებში თბილისის რეალური გიმნაზიის მოსწავლეებს უნდა შეეტანათ სწავლის საფასური, სიმბოლური თანხა, 5 მანეთი. თუმცა გიმნაზიას შეეძლო არ მოეთხოვა ფული იმ მოსწავლეებისგან, რომლებიც განსაკუთრებით კარგად სწავლობდნენ ან მატერიალურად ძალიან უჭირდათ.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წელს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა დაღესტნის მხარის უფროსს, გენერალ-ადუტანტ მელიქოვს, იმის გამო, რომ მან რომანოვის დავალება გულდასმით შეასრულა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წელს მიხეილ რომანოვის ნებით დაწესდა კომისია, რომელსაც ევალებოდა იმ მიწისა და მამულების მეპატრონეებთან მორიგება, რომლებიც რკინის გზის ხაზის ქვეშ რჩებოდნენ თბილისის გუბერნიაში. კომისიას უნდა აღეწერა შესაბამისი ადგილები და იმ შეთმხვევაში, თუ მეპატრონეებს ვერ მოურიგდებოდა უნდა გადაეხადა მათთვის შესაბამისი კომპენსაცია.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წელს დიდი მთავრის, მიხეილ რომანოვის ბრძანების თანახმად, ვისაც სოფლებში ღვინის გაყიდვა სურდა, ჯერ უნდა მოეპოვებინა ნებართვა იმ სოფლის მცხოვრებთაგან, რომელშიც აპირებდნენ დუქნის გახსნას, შემდეგ უნდა წარედგინათ ნებართვის დოკუმენტი, საბოლოოდ მიიღებდნენ საბუთს, რომლითაც მოიპოვებდნენ ვაჭრობის უფლებას.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წელს თბილისში დაიდგა ფრანგული კომედიური ჟანრის სპეკტაკლი „ცოლის შერთვეინება“. ამ წარმოდგენაში თავი განსაკუთრებულად გამოუჩენია სამ მსახობს: გარსოევს, მამულოვსა და კალოუბანსკის.

