რეგისტრირებული ფაქტები89889
სორტირება თარიღი კლებადობით
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, ბოლშევიკები თუ აქამდე სისხლის სამართლის დამნაშავეებსა და წითელარმიელებს ხვრეტდნენ, ახლა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს მისდგნენ, დახვრიტეს ცნობილი ყოფილი წითელი გენერალი კონსტანტინე მარკოზაშვილი, რომელიც ბოლოს საქართველოს გვარდიაში იბრძოდა მტრის წინააღმდეგ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, ბოლშევიკები თუ აქამდე სისხლის სამართლის დამნაშავეებსა და წითელარმიელებს ხვრეტდნენ, ახლა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს მისდგნენ. ეძებდნენ დავით შარაშიძეს, რომელიც უკვე საზღვარგარეთ იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N4) დაბეჭდილი ნეკროლოგის მიხედვით, სტეფანე ახმეტელაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გვარდიაში მსახურობდა, შემდეგ გადაიყვანეს სანაპირო ჯარების ხელმძღვანელად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N4) დაბეჭდილი ნეკროლოგის მიხედვით, სტეფანე ახმეტელაშვილის სანაპირო ჯარების ხელმძღვანელობის დროს კახეთს მიადგა კომუნისტების ლაშქარი, რომელსაც იგი მცირე ჯარით დიდხანს უმკლავდებოდა და მხოლოდ თბილისის დაცემის შემდეგ ჩაუვარდა ხელში წითელ ჯარებს.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N4) დაბეჭდილი ნეკროლოგის მიხედვით, სტეფანე ახმეტელაშვილი, როგორც სოციალისტი და დემოკრატი, საქართველოს ერთგული დარაჯი, რუსეთში გაგზავნეს, სადაც ტიფითა და უჭმელობით გარდაიცვალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N4) დაიბეჭდა წერილი „სოციალისტები და საქართველო. გერმანია და საქართველო“ ნოე რამიშვილისა და კარლო ჩხეიძის მიერ გერმანიის სოციალისტური პარტიის წევრებთან გამართული შეხვედრების შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 ივლისს დუშეთის სამაზრო მილიციის უფროსი შაქრო მანგიაშვილი მეორედ სთხოვს დახმარებას თბილისის კომისრებს დუშეთის რაიონსა და მის მახლობელ სოფლებში დაბანაკებული ჯარის (რაზმის უფროსი ჩერნოვი) ბარბაროსულ მოქმედებათა გამო: მოსახლეობას სახლებში უცვივდებიან, ეპატრონებიან, ისინი გარბიან, დარჩენილთ სცემენ, ართმევენ საქონელს და სხვ., ანაქიული მოვლენები საშიშ ხასიათს იღებს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: წევრები – ნინო ნაკაშიძე, ნიკოლოზ ჩიგოგიძე და თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა 1-ლი აგვისტოდან ერთთვიანი შვებულება სთხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მოსე ჯანაშვილმა აცნობა, რომ დასაბეჭდად იყო გამზადებული ქართულ-რუსული ლექსიკონი, რომელიც 49 რვეულისგან შედგებოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სხდომის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა ავადმყოფობის გამო თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლება ან სამკურნალოდ ხანგრძლივი შვებულება სთხოვა. გამგეობამ კარიჭაშვილს ერთთვიანი შვებულება მისცა 1-ლი აგვისტოდან, მისი მოვალეობის შემსრულებლად კი ნიკოლოზ ჩიგოგიძე დანიშნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 ივლისს სახალხო განათლების კომისარიატის პოლიტიკური განათლების მთავარმა გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 1917 წლიდან მოყოლებული საზოგადოების ყველა გამოცემა სთხოვა საგამოფენო, სამუზეუმო და საექსკურსიო განყოფილებებისთვის. გამგეობამ დავით კარიჭაშვილის მეთაურობით მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა, თამარ ჯარიაშვლის, ვასილ ედილაშვილისა და პორფირე წირქვაძის თანდასწრებით გააღო საზოგადოების წიგნებისა და ქაღალდების საწყობი N 64 და გამოიტანეს ნაწილი იმ ქაღალდებისა, რომელიც მობარებული იყო საწყობში მასწავლებელთა კავშირის მიერ. მათ ხელახლა დაკეტეს საწყობი, გასაღებები დავით კარიჭაშვილს გადასცეს, ხოლო ბეჭედი – თამარ ედილაშვილს.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 21 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ დავით კარიჭაშვილმა ოლღა ჭავჭავაძის მომვლელ ქალზე – მარიამ ლავრენტის ასულ ლუკიანოვაზე გასცა ცნობა, რომლითაც მას სოციალური უზრუნველყოფის კომისარიატიდან ოლღა ჭავჭავაძისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი უნდა აეღო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 ივლისის პროტოკოლის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნისა და ქაღალდის საწყობთა გამგის ლავრენტი სანაძის შვებულებაში წასვლის წინ საზოგადოების საწყობები დაკეტეს და საზოგადოების ბეჭდით დაბეჭდეს. ლ. სანოძემ გასაღებები თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილს გადასცა, ხოლო ბეჭედი მდივნის თანაშემწე – თამარ ჯარიაშვილს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 16 ივლისს ბუდუ მდივანი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომას დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 16 ივლისს ფილიპე მახარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომას დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 16 ივლისს მამია დიმიტრის ძე ორახელაშვილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომას დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 ივლისს სერგო ორჯონიკიძემ კავკასიის კომკავშირის თათბირზე აღნიშნა, რომ აუცილებელი კავკასიის ახალგაზრდების კომუნისტური კავშირების გაერთიანება და მათი შერწყმა რუსეთის ახალგაზრდულ კომუნისტურ კავშირთან.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N3) დაბეჭდილ წერილში „ნ. ჟორდანია ბელგიაში“ აღნიშნულია, რომ ბელგიიდან ნოე ჟორდანია გაემგზავრა ინგლისში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N3) დაბეჭდილ წერილში „ნ. ჟორდანია ბელგიაში“ აღნიშნულია, რომ ნოე ჟორდანია ანტვერპენში შეხვდა მუშათა ორგანიზაციას. შეხვედრაზე დე ბრიუკერმა ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული წყობის თავისებურებებზე, თანაგრძნობა გამოხატეს მუშებმაც, საგანგებოდ მოწვეულმა ფ. ლასალის სახ. გუნდმა შეასრულა რევოლუციური სიმღერები და საქართველოს ჰიმნი.

