საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89226

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებაში აუქციონზე იყიდებოდა მთაწმინდის ძირში მდებარე ქვითკირის შენობა, რომელიც იქამდე არტემ არუთინოვს ეკუთვნოდა. მან ვერ დაფარა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (750 მანეთი), შესაბამისად, ვერ შეძლო სახლის შენარჩუნება.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საკრედიტო დაწესებულების განკარგულებით აუქციონზე იყიდებოდა გიორგი, სვიმონ და ალექსანდრე აბაშიძეების მამულები, რომლებიც მდებარეობდა თელავის სოფლებში – იყალთოსა და რუისპირში. მათ წაერთვათ მამულები იმის გამო, რომ ვერ დაფარეს საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (8000 მანეთი).

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საკრედიტო დაწესებულების განკარგულებით აუქციონზე იყიდებოდა რევაზ ვაჩნაძის მამული, რომელიც მდებარეობდა სიღნაღში, სოფელ კარდანახში. რევაზს წაერთვა მამული იმის გამო, რომ ვერ დაფარა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (9000 მანეთი).

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საკრედიტო დაწესებულების განკარგულებით აუქციონზე იყიდებოდა ზაქარია მეღვინეთხუციშვილის მამული, რომელიც მდებარეობდა თელავში, სოფელ აწყურში. ზაქარიას წაერთვა მამული იმის გამო, რომ ვერ დაფარა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (4500 მანეთი).

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საკრედიტო დაწესებულების განკარგულებით აუქციონზე იყიდებოდა გიორგი და ელისაბედ მეღვინეთხუციშვილების მამული, რომელიც მდებარეობდა თელავში, სოფელ აწყურში. გიორგის და ელისაბედს წაერთვათ ქონება იმის გამო, რომ ვერ დაფარეს საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (2500 მანეთი).

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საკრედიტო დაწესებულების განკარგულებით აუქციონზე იყიდებოდა აკაკი დიმიტრის ძე ანდრონიკაშვილის მამული, რომელიც მდებარეობდა თელავში, სოფელ ოჟიოში. აკაკის წაერთვა მამული იმის გამო, რომ ვერ დაფარა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (4250 მანეთი).

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საკრედიტო დაწესებულებაში აუქციონზე იყიდებოდა მამული, რომელიც იქამდე ეკუთვნოდა მიხეილ დავითის ძე ციციშვილს. მიხეილს წაერთვა მამული იმის გამო, რომ ვერ დაფარა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (5000 მანეთი).

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 24 აპრილს თბილისის მმართველობის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ივანე გერასიმეს ძე სარაჯიშვილის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 21 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ალექსანდრე ცაგარლის ნარკვევისა „რამდენიმე სურათი ჩვენის ხალხის ცხოვრებიდამ“.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 21 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა კერძო განცხადება ტატო გაბაშვილის ოქროყანაში მდებარე საზაფხულო სახლის გაქირავების შესახებ.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 16 აპრილს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულებით ვლადიმერ ვასილის ძე ლევაშოვი ქუთაისის სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 16 აპრილს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო მრჩეველი ივანე მინკევიჩი წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 16 აპრილს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით გენერალ-ლეინტენანტი ივანე ანდრონიკაშვილი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვეს.

1867

ტიპი: ღონისძიება

1967 წლის 16 აპრილს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა განკარგულებით გააუქმა სამეგრელოს ცენტრალური გამგეობა და რეგიონი ქუთაისის გუბერნიას შეუერთა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1967 წლის 16 აპრილს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა განკარგულებით გააუქმა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის თანამდებობა და მის ნაცვლად სამხედრო გუბერნატორის პოსტი დააარსა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 16 აპრილს კავკასიის მმართველმა გენერალ-ლეინტენანტი დადიანი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 16 აპრილს კავკასიის სამმართველომ გრენადერის არტილერიის ბრიგადის მეთაური ქრისტეფორე მამაცაშვილი დააჯილდოვა წმინდა ანნას პირველი ხარისხის ორდენით.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 16 აპრილს მეფისნაცვლის სამმართველომ კავკასიის გრენადერის დივიზიის მეთაურის თანაშემწე ივანე სვეჩინი დააჯილდოვა წმინდა ანნას პირველი ხარისხის ორდენით.

1867

ტიპი: სტატუსი

1867 წლის 14 აპრილს კავკასიის სამხედრო მმართველობის დადგენილებით კავკასიის არმიის მთავარმართებლის ადიუტანტს, თავად ნაკაშიძეს, შტაბს-კაპიტნის წოდება მიენიჭა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 7 აპრილს თბილისს სტუმრად ეწვია სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქი გევორქ IV.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 7 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის წერილი, რომელშიც მიმოხილულია გორის მაზრისა და, კერძოდ, სოფელ ხიდისთავის სიახლეები.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით სახანიზო პალატის მდივანი ალექსანდრე რჩეულოვი  თბილისის საზოგადო ნოტარიუსის თანამდებობაზე დაინიშნა.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით საფინანსო დეპარტამენტის უმცროსი სტოლონაჩალნიკი ნიკოლოზ ტარსაიძე დაინიშნა ამავე დეპარტამენდის უფროსი სტოლონაჩალნიკის თანამდებობაზე.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველომ მელიტონ დადიანი და ტარიელ ჩიქოვანი დანიშნა ზუგდიდის ოლქის მეორე საერო შუამავლისა და მისი კანდიდატის თანამდებობაზე.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველომ შტაბს-კაპიტანი სამსონ შარვაშიძე და კორნეტი ალექსანდრე დადიანი დანიშნა ზუგდიდის ოლქის მესამე საერო შუამავლისა და მისი კანდიდატის თანამდებობაზე.