რეგისტრირებული ფაქტები90467
სორტირება თარიღი კლებადობით
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წელს მიხეილ ივანეს ძე კახიანი საქართველოს კომპარტიის ახალი ცენტრალური კომიტეტის წევრად დანიშნეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს სერგო ორჯონიკიძემ რუსეთის ცენტრალურ კომიტეტში დასვა საკითხი საქართველოდან კ. მ. ცინცაძის გაწვევის შესახებ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს პ. ა. საბაშვილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ძველი შემადგენლობიდან ახალში გადავიდა.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის ბოლოს ეფრემ ეშბამ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში მუშაობას თავი დაანება.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის ბოლოს მალაქია ტოროშელიძემ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში მუშაობას თავი დაანება.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს მამია ორახელაშვილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ძველი შემადგენლობიდან ახალში გადავიდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის შემოდგომაზე ბესარიონ ლომინაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ძველი შემადგენლობის წინააღმდეგ იბრძოდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის ბოლოს კ. ოკუჯავამ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში მუშაობას თავი დაანება.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წელს ილიკო წივწივაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ძველი შემადგენლობის თანამოაზრე იყო.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს სილიბისტრო თოდრია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიაქმა ამბროსიმ გენუის კონფერენციის წარმომადგენლებს გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც აღწერილი იყო საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წელს მთელი წლის განმავლობაში რეპრესიები მძვინვარებდა კახეთში, სიღნაღის მაზრის სოფ. ჯუგაანში გლეხი გელაშვილი წითელარმიელებმა გაძარცვეს და ცოლშვილიანად გაჟლიტეს, ერთი ოჯახიდან 17 კუბო გაიტანეს.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წელს ოზურგეთის ჩეკას თავმჯდომარემ თავისი ხელით დახვრიტა ათი პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი მამულაიშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 30 დეკემბერს პარიზში გამართული სოციალისტური პარტიის კონგრესი დიდი სიმპათიით შეხვდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის, ირაკლი წერეთლის მისალმებას. მან სიტყვა ფრანგულად წარმოთქვა. პიერ რენოდელი მიესალმა სიტყვებით: „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს ვალერიან კაკაბაძე ხონის სასულიერო სემინარიაში მათემატიკას, ალგებრას და ტრიგონომეტრიას ასწავლიდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს ეკატერინე ლავრენტის ასული ქუთათელაძე ხონის საოსტატო სემინარიაში ხელგარჯილობის მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მაღაზიის გამგე ს. ბახტაძე სთხოვს ნებართვას, შეიძინოს ქუთაისში წიგნები ნაღდ ფულზე მაღაზიისთვის. გამგეობამ დაადგინა, წიგნების შეძენის ნება მიეცა ბახტაძისთვის.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ახალციხეში დაარსებული კოოპერატივი „მესხეთის“ გამგეობის წარმომადგენელი ზ. დიდიმაშვილი სთხოვს წიგნებს ნისიად თავისი კოოპერატივისთვის. ამ საკითხის განხილვა გადაიდო.

