რეგისტრირებული ფაქტები87145
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 ნოემბერს გენერალ-მაიორმა ყარალაშვილმა გზათა სამინისტროს აცნობა, რომ 23 ნოემბრის N5785 მიმართვის თანახმად, გასცა განკარგულება, ოსმალეთის წარმომადგენლის შევკეტ ნორმანისთვის თანხის დაბრუნება შეეწყვეტის შესახებ. ფულს დაკავების მიზეზი რკინიგზის ადმინისტრაციის მიერ საერთო დებულების ძალით ტვირთის გადატანის კონტროლი იყო. ეს თანხა კი, მილიციის უფროსის ოქმის თანახმად, ფარულად და უფასოდ მიჰქონდათ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 23 ნოემბერს გზათა სამინისტროდან სათანადო განკარგულებისთვის საქართველოს რესპუბლიკის ყველა გზათა გენერალ-გუბერნატორს გაუგზავნეს საგარეო საქმეთა კანცელარიის 22 ნოემბრის N5056 მიმართვა ოსმალეთის დიპლომატიური წარმომადგენლის განცხადებასთან ერთად. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: საერთო საქმეთა სამმართველოს უფროსის მაგივრად - ღამბაშიძემ, კანცელარიის მმართველმა ჩხიკვაძემ და საქმის მწარმოებელმა ფეოფან კობეშავიძემ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 24 დეკემბერს გენერალ-გუბერნატორმა, მაიორმა ყარალაშვილმა გამოსცა სავალდებულო დადგენილება (ხელს აწერს კანცელარიის მმართველი ბ. ჩუბინიძე) – საქართველოს რკინიგზის, ქ. ფოთისა და ფოთის ნავსადგურებისთვის, მათი მიდამოებით, გუბერნიათა საერთო დაწესებულებების 23-ე მუხლის მე-19 დამატების თანახმად, მოძრაობა აიკრძალა ქ. ფოთის ქუჩებში 23-დან 5 საათამდე, ნავსადგურში – 20-დან დილის 5 საათამდე; ასევე ღვინითა და ყველანაირი მაგარი სასმლით ვაჭრობა და სმა; ღვინის სავაჭრო სარდაფებში, რესტორნებსა და საზოგადო საკრებულოში ღვინით ვაჭრობა, ყველა გასართობი დაწესებულება, ასევე დუქნები უნდა დაიკეტათ არაუგვიანეს 22 საათისა, სავაჭრო დუქნები და სხვა დაწესებულებები კი – არაუგვიანეს 19 საათისა; სასტიკად იყო აკრძალული იარაღიდან სროლა. გენერალ-გუბერნატორის მიდამოებსა და ქუჩებში მთვრალის გამოსვლა; დადგენილების დამრღვევნი დაისჯებოდნენ სამი თვე ციხით და სამი ათას მანეთამდე ჯარიმით.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 დეკემბერს გზათა სამინისტროდან სახაზინო გზათა გენერალ-გუბერნატორს მისწერეს, რომ 28 ნოემბერს, დღისით, კახეთის მეორე ვერსზე გადასასვლელის დარაჯ ბახჩალ ისმაილ ოღლის თავს დაესხა ორი ბოროტმოქმედი, თავში დაჭრეს და 45 მანეთი წაართვეს. გენერალმა გზათა სამინისტროს მუშა-მოსამსახურეთა სიმშვიდის უზრუნველსაყოფად რკინიგზების დამცველი რაზმის გაეძლიერება სთხოვა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 დეკემბერს გენერალ-გუბერნატორი, გენერალ-მაიორი ყარალაშვილი გზათა მინისტრის მოადგილეს ატყობინებდა, რომ გუბერნატორად დანიშვნის პირველი დღიდანვე საჭიროდ ცნო კახეთის გზათა დამცველი რაზმის გაძლიერება მოსამსახურეთა და მცხოვრებთა მშვიდი ცხოვრების უზრუნველყოფისთვის და სთხოვდა შუამავლობას, რათა მინისტრს დროულად დაემტკიცებინა წარდგენილი შტატი. ხელს აწერს ბ. ჩუბინიძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 15 ნოემბერს გზათა სამინისტროს უფროსმა ინჟინერმა ა. კანდელაკმა სამინისტროს თანამშრომლებს მოახსენა, რომ საქართველოს რკინიგზის ლიანდაგისა და მისი მიდამოების გენერალ-გუბერნატორის კანცელარიიდან საკანცელარიო ნივთების შესაძენად თანხა მოითხოვეს. სამინისტროში საკმარისი თანხის უქონლობის, საჭირო ნივთების სიძვირისა და კრედიტის დაუფარველობის გამო ისინი გენერალ-გუბერნატორს ვერ დაეხმარებოდნენ. მისი თქმით, გენერალ-გუბერნატორის კანცელარიისთვის ცალკე კრედიტის გახსნა იყო საჭირო. ფაქტი ხელმოწერით კანცელარიის მმართველმა ა. კაჭარავამ დაადასტურა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 ნოემბერს ფხოველის ნავთის საწარმოს მმართველმა ნიკოლოზ თადეოზოს ძე დეკანოზიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო საქმეთა მმართველს სთხოვა, რომ ცხენების წასაყვანად ფხოველიდან ჩამოსული მადნის მილიციის უფროსის ლევან დავითის ძე ანდრონიკაშვილისა და ორი მილიცისთვის თბილისში იარაღის ტარების განსაკუთრებული ნებართვა მიეცათ. ამის შემდეგ ატარებდნენ იარაღს: ნაგანი 27209, ოსმალურ კარაბინს უნომროდ და ორ რუსულ ვინტოვკას: N160755, 103683.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 22 ნოემბერს გზათა სამინისტროდან სახაზინო გზათა უფროსს 15 ნოემბრის მიმართვის პასუხად აცნობეს, რომ გენერალ-გუბერნატორის კანცელარიას საწერი და სხვა მასალები ანგარიშის შედგენისა და საკანცელარიო კრედიტის გახსნის შემდეგ გადაეცემოდა. ფაქტი ხელმოწერით კანცელარიის მმართველმა ღამბაშიძემ და საქმისმწარმოებელმა ფეოფან კობეშავიძემ დაადასტურეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პრაპორშიკი პეტრე ივანეს ძე არტამანოვი დაექვემდებარა ჩარიცხვას ახლად ფორმირებულ ნაწილში, ბაქოს გუბერნიის ქალაქ შემახაში. ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის შტაბის სამხედრო რაიონის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ერმალოვმა, დაამოწმა უფროსმა ადიუტანტმა, პოდპოლკოვნიკმა ივანოვმა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 7 სექტემბერს მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში ოლივერ უორდროპმა აღნიშნავდა, რომ გენერალი კორი თბილისიდან მან გააცილა. მის გასაცილებლად ქუჩის გასწვრივ, ორი მილის მანძილზე, სამხედროები იდგნენ, მინისტრები კი სადგურში ელოდებოდნენ. ქართველებმა მისი სადღეგრძელო დალიეს და იმედი გამოთქვეს, რომ სამუდამოდ არ ემშვიდობებოდნენ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 სექტემბერს მეუღლისადმი მიწერილ წერილში, ოლივერ უორდროპი იტყობინებოდა, რომ იგი შეხვდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ უსუბეკოვს, რომელიც ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა. მისი შეფასებით, უსუბეკოვი თავაზიანი, შესანიშნავი იუმორით დაჯილდოებული პიროვნებაა, რომელიც დასავლელს უფრო ჰგავდა, ვიდრე აღმოსავლელს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 5 სექტემბერს მეუღლისადმი მიწერილ წერილში, ოლივერ უორდროპი იტყობინება, რომ მამუკა ორბელიანი საქართველოს სამხედრო საბჭომ ოლივერ უორდროპის მისიას მიამაგრა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 სექტემბერს ოლივერ უორდროპი მეუღლეს წერილით ატყობინებდა, რომ ინგლისის სარდლობის გენერალმა ჯორჯ ნორთონ კორიმ მის საპატივსაცემოდ ვახშამი გამართა, სადაც მის ქვეშევრდომ გენერლებსა და სხვა სამხედროებს შეხვდა. ვახშამს ასევე ესწრებოდნენ ამერიკელი პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი და მისი მეუღლე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს წითელი გვარდიის მთავარმა შტაბმა წითელგვარდიელ დავით ხუციშვილის სახელზე ხელწერილის გაცემა ითხოვა მე-2 ბატალიონისთვის 2 კასრი წყლის სატარებელად. ცისტერნები იყო ავლაბარში, საჯინიბოში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 მარტს პავლე ივანეს ძე გოროშენკოს მიეცა მოწმობა იმის შესახებ, რომ ის ოფიცერ-ჩინოვნიკების საერთო ყრილობაზე კავკასიის საომარი შტაბის ჯარისკაცთა და თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატად აირჩიეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 მარტს ლეონიდ ალექსანდრეს ძე გოლუბკინს მიეცა მოწმობა იმის შესახებ, რომ ის კავკასიის საომარი შტაბის ჯარისკაცთა და ოფიცერ-ჩინოვნიკების საერთო ყრილობაზე თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატად აირჩიეს.

